რა არის გლიატილინი და რისთვის გამოიყენება გლიატილინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქოლინის ალფოსცერატს, რომელიც გამოიყენება ტვინის ფუნქციების სტიმულირებისთვის. იგი განსაკუთრებით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: ტვინის ასაკობრივი დეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ტვინში სისხლის არასაკმარისი ნაკადით გამოწვეული მდგომარეობების ნიშნები და სიმპტომები ან კოგნიტური და ორიენტაციის დარღვევები, რომლებიც ვლინდება შემდეგით: მეხსიერების დაკარგვა ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ასევე ნაჩვენებია ქცევითი პრობლემების და ხანდაზმულებში ემოციურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის: ემოციურობა გაღიზიანება გულგრილობა გარემოს მიმართ გლიატილინის მიღების წესი ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულან 1 ფლაკონი დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა. თუ მიიღეთ გლიატილინის ჭარბი დოზა შემთხვევით გლიატილინის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. თუ დაგავიწყდათ გლიატილინის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გლიატილინის შენახვის პირობები შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.