ნაპროქსენი გელი 10% 30გრ ტუბი #1

ნაპროქსენი გელი 10% 30გრ ტუბი #1

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ნაპროქსენი 10% 30გ გელი

რა არის ნაპროქსენი გელი და რისთვის გამოიყენება იგი

ნაპროქსენი გელი მიეკუთვნება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კლასს ადგილობრი გამოყენებისთვის.

ნაპროქსენი გელი გამოიყენება ადგილობრივად კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილის სამკურნალოდ როგორიცაა: კუნთის ტკივილი (მიალგია), წელის ტკივილი, კისრის გაშეშება, ბურსის ანთება სახსრის ან მყესების გარშემო (ბურსიტი), მყესების ანთება (ტენდინიტი), სინოვიური გარსის ანთება მყესების გარშემო (ტენდოსინოვიტი), ანთება სახსრის გარშემო (პერიართრიტი), კუნთის დაჭიმულობა, კონტუზიები, ჰემატომა.

ნაპროქსენის გამოყენება შეიძლება როგორც ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის და/ან ორთოპედიული ოპერაციის დამხმარე საშუალება.

მიმართეთ ექიმს თუ 7 დღიანი მკურნალობის შემდეგ კარგად არ გრძნობთ თავს ან ხართ უარესად.
როგორ გამოიყენება ნაპროქსენი გელი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხარით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაპროქსენი გელი დაიტანეთ მტკივნეულ ადგილზე ორჯერ დღეში და შეიზილეთ მსუბუქად რათა სრულად მოხდეს შეწოვა.

ბავშვებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა ნაკლებობის გამო, ნაპროქსენი 10%-იანი გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდრე ასაკის ბავშვებში.

არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტ ხანს. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.

თუ ტკივილი ისევ გრძელდება ან გაუარესდება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ ნაპროქსენი გელი

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დრაგ ინტერნაციონალი
ქვეყანა
ბანგლადეში
ჯენერიკი
ნაპროქსენი
დოზა
10%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი