ანტაზოლი წვეთები ცხვირის 0.05% 15მლ #1
ანტაზოლი წვეთები ცხვირის 0.05% 15მლ #1

ანტაზოლი წვეთები ცხვირის 0.05% 15მლ #1

ბანგლადეში

სქუარ ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Antazol ანტაზოლი 0.05% 15მლ ცხვირის წვეთები

შემადგენლობა:
ანტაზოლი 0.1% მოზრდილებისთვის: თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 1მგ.
ანტაზოლი 0.05% ბავშვებისთვის: თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 0.5მგ
ჩვენება: ცხვირის შეგუბების სიმპტომების მოხსნა, მრავალწლიანი ალერგიული რინიტი (მათ შორის თივის ცხელება) სინუსიტი.

დოზა და მიღების წესი: მოზრდილებში: 2 ან 3 წვეთი ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა (0.1%) ორ სამჯერ დღეში. ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა არ გამოიყენება 12 წლმდე ასაკის ბავშვებში. 12 წლმდე ასაკის ბავშვებში: 1 ან 2 წვეთი ანტაზოლი ბავშვების ფორმულა (0.05%) თითოეულ ნესტოში, ერთჯერ ან ორჯერ დღეში. არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ჩვილებში.

უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები:
ანტაზოლის ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული იყო თავის ტვინთან. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის რომლებსაც აქვთ ქსილომეტაზონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ანტაზოლის თითოეული შეფუთვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ რათა თავიდან აიცილოთ ჯვარედინი ინფექცია. პაციენტებს ვურჩევთ რომ არ გამოიყენონ შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებები შვიდ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ემბრიონული ტოქსიურობა ან ფერტილობის კვლევები არ არის ჩატარებული ცხოველებში. მისი პოტენციური სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის გათვალისწინებით ანტაზოლის მიღება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურისა. მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 36 თვე როგორ მიიწოდება: ანტაზოლი 0.1% ცხვირის წვეთები (მოზრდილებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში. ანტაზოლი 0.05% ცხვირის წვეთები (ბავშვებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სქუარ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ბანგლადეში
ჯენერიკი
ქსილომეტაზოლინი
დოზა
0.05%
ფორმა
წვეთები ცხვირის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი