დექსამეტაზონი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #40

დექსამეტაზონი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა #40

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დექსამეტაზონი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 4მგ/1მლ ამპულა /რუმ/ #40

გამოყენების ჩვენებები
- დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მწვავე უკმარისობა; ქირურგიული ჩარევები, მძიმე ტრავმები ან დაავადებები პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ცნობილი ან სავარაუდო უკმარისობით.
- სხვადასხვა გენეზის შოკი:
სტანდარტული თერაპიის მიმართ რეზისტენტული შოკი; ანაფილაქსიური შოკი; შოკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობით.
- თავის ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება, განპირობებული თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნეებით, ნეიროქირურგიული ჩარევით ან ქალა-ტვინის ტრავმით.
- ავთვისებიანი დაავადებები:
ლეიკოზისა და ლიმფომის პალაიტური მკურნალობა მოზრილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ავთვისებიანი სიმსივნეები პერორალური მკურნალობის შეუძლებლობის დროს.
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის გამწვავება, ასთმური სტატუსი.
- ალერგიული მძიმე რეაქციები.
- სახსარში შეყვანა:
სახსრის გამოხატული ანთების შემთხვევებში (ინფექციურის გარდა), როდესაც ჩვეულებრივი თერაპია არაეფექტურია, ასევე სხვა მდგომარეობებში სინოვიტით (სინოვიალური სითხის ასპირაციის შემდეგ).
- ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში) ნაჩვენებია ფიბროზულ-გამკვრივებული ფოლიკულიტის, რგოლისებრი გრანულომისა და სარკოიდოზის შემთხვევებში.
- სუბკონიუნქტივალური, რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა:
ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საშიშროება მხედველობისათვის თვალების ანთებითი ან ალერგიული დაავადებების, სისტემური იმუნოდეფიციტის, თვალის ბუდის პროლიფერატული ცვლილებების დროს, სიმპაზური ოფთალმიის და რქოვანას ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემდეგ.
თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქციის დიაგნოსტიკური გამოკვლევა.
წამლის ამ ფორმით პრეპარატი დექსამეტაზონი ასევე ნაჩვენებია რიგი დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც დექსამეტაზონის პერორალური ფორმის გამოყენება შეუძლებელია.

გამოყენების წესი და დოზები
გამოყენება პარენტერალურად
პრეპარატი შეიყვანება კუნთში, ვენაში ნაკადად ან წვეთებად (გლუკოზასთან ან ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად). დექსამეტაზონი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პრეპარატებს ერთიდაიგივე შპრიცში ან საინფუზიო ფლაკონში. ვენაში ან კუნთში შესაყვანი რეკომენდებული საწყისი საშუალო სადღეღამისო დოზები დღეში 0.5-დან 9 მგ-მდე შეადგენს ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტს. დღის განმავლობაში შეიძლება 4-20 მგ დექსამეტაზონის 3-4-ჯერ შეყვანა. პარენტერალური შეყვანის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-4 დღეს შეადგენს, შემდეგ პრეპარატის პერორალური ფორმით შემანარჩუნებელ თერაპიაზე გადასვლა ხდება.
ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში)
რეკომენდებული დოზები შეადგენს 0.4-4 მგ-ს სახსარში ერთჯერადად. სახსარში ინექციების გამეორება შეიძლება 3-4 თვის შემდეგ. პრეპარატის შეყვანა შეიძლება მაქსიმუმ 3-4-ჯერ ერთიდაიგივე სახსარში წელიწდის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა ერთდროულად ორ სახსარში შეიძლება. უფრო ხშიმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ხრტილის დაზიანება. პრეპარატის დოზა დამოკიდებულია დაზიანებული სახსრის ზომაზე. დიდ სახსრებში ჩვეულებრივ შეიყვანება 2-4 მგ დექსამეტაზონი და 0.8-1 მგ – პატარა სახსრებში. სინოვიალურ პარკში შესაყვანი დოზები 2-3 მგ-ს შეადგენს, მყესის საშოში შესაყვანი დოზა 0.4-1 მგ-ს შეადგენს, მყესში შესაყვანი დოზა 1-2 მგ-ს შეადგენს. დაზიანების არეში შესაყვანი დექსამეტაზონის დოზი სახსარში შესაყვანი დოზის ტოლია. პრეპარატის ერთდროულად შეყვანა შეიძლება დაზიანების მაქსიმუმ 2 არეში.
რბილ ქსოვილებში შესაყვანად რეკომენდებულია 2-6 მგ დოზის გამოყენება (სახსრის ირგვლივ).
პრეპარატის დოზები ბავშვებისათვის (კუნთში)
ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების დროს (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობისას) პრეპარატის დოზა შეადგენს 0.0233 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.67 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე, გაყოფილი 3 დოზად, ყოველ მესამე დღეს ან 0.00776-0.01165 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.233-0.335 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველდღიურად. სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.02776-0.16665 მგ სხეულის წონის კგ-ზე ან 0.833-5 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე ყოველ 12-24 საათში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
დექსამეტაზონი
დოზა
4მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი