ატარაქსი ტაბლეტი 25მგ #25

ატარაქსი ტაბლეტი 25მგ #25

ბელგია

იუ ეს ბე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Hydroxyzine HCL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → პირველი თაობის პრეპარატები ცენტრალური ნერვული სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი 25მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 54,80მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 28,00მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,50მგ, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი (უწყლო) 0,70მგ.
გარსი: ოპადრაი® Y-1-7000 3,30მგ (ტიტანის დიოქსიდი 0,21მგ, ჰიპრომელოზა 2,06მგ, მაკროგოლი 400 1,03მგ).

აღწერა
აპკიანი გარსით დაფარული, წაგრძელებული, თეთრი ტაბლეტები, განივი ნახოლით ორივე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანქსიოლიზური საშუალება (ტრანკვილიზატორი).
მიღების ჩვენება
• მოზრდილებში შფოთვის სიმპტომური მკურნალობა
• სედაციური საშუალების სახით პრემედიკაციის პერიოდში
• ალერგიული წარმოშობის ქავილის სიმპტომური მკურნალობა

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის, ცეტირიზინის და პიპერაზინის სხვა წარმოებულების, ამინოფილინის ან ეთილენდიამინის მიმართ
• პორფირია
• ბავშვთა ასაკი 3 წლამდე
• ორსულობა, მშობიარობის ან ლაქტაციის პერიოდი
• გალაქტოზას მემკვიდრული აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი (რადგან ტაბლეტების შემადგენლობაში შედის ლაქტოზა).
• ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება.

სიფრთხილით
მიასთენიისას, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიისას შრდის გამოყოფის გაძნელებით, ყაბზობის დროს, გლაუკომის, დემენციის, კრუნჩხვითი შეტევებისადმი მიდრეკიელბისას, არითმიისადმი მიდრეკილებისას, ელექტროლიტური დისბალანსის ჩათვლით (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) პაციენტებში ანამნეზში გულის დაავადებებით ან პრეპარატების გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ არითმიის გამოწვევა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
შიგნით
ბავშვები
ალერგიული წარმოშობის ქავილის სიმპტომური მკურნალობისთვის
3-დან 6 წლამდე ასაკში: 1მგ/კგ დღეში - 2,5მგ/კგ/დღეში რამდენიმე მიღებაზე.
6 წლის და უფროს ასაკში: 1მგ/კგ/დღეში - 2.0მგ/კგ/დღეში რამდენიმე მიღებაზე.
პრემედიკაციისთვის - 1მგ/კგ ღამით ანესთეზიამდე.
ტაბლეტების რაოდენობას საზღვრავს ექიმი ბავშვის წონის მიხედვით, რეკომენდებული დოზების შესაბამისად.

მოზრდილები
შფოთვის სიმპტომური მკურნალობისთვის: სტანდარტული დოზა 50მგ დღეში, გაყოფილი 3 მიღებაზე (ქ ტაბლეტი (12,5მგ ) დილით ქ ტაბლეტი 12,5 მგ) დღე და 1 ტაბლეტი (25მგ) ღამე).
მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 12 ტაბლეტამდე (300მგ).
ალერგიული წარმოშობის ქავილის სიმპტომური მკურნალობისთვის: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (25მგ) ძილის წინ, აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 ტბლერტამდე (25მგ) 3-4 ჯერ დღეში.
ქირურგიულ პრაქტიკაში პრემედიკაციისას: 2-8 ტაბლეტი (50-200მგ) ღამით ანესთეზიის წინ.
მოზრდილი ადამიანისთვის ერთეჯრადმა მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 8 ტაბლეტს (200მგ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს არა უმეტეს 12 ტაბლეტს (300მგ).

გამოყენება პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, ექიმის მიერ ჩატარებულ მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, რეკომენდებული დოზების ფარგლებში.

გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა იწყება ნახევარი დოზით.
შფოთვის სიმპტომური მკურნალობისთვის: ქ ტაბლეტი (12,5მგ) დილით და ქ ტაბლეტი (12,5მგ) საღამოს.
ალერგიული წარმოშობის ქავილის სიმპტომური მკურნალობისთვის: საწყისი დოზა ქ ტაბლეტი 912,5მგ) ძილის წინ, აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ქ ტაბლეტამდე(12,5მგ) 3-4 –ჯერ დღეში.
პრემედიკაციისთვის ქირურგიულ პრაქტიკაში: 1-4 ტაბლეტი (25-100მგ) ღამით ანესთეზიამდე.

გამოყენება თირკმლის უკმარისობით დაავადებულ და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ავადმყოფებში თირკმლის მძიმე და საშუალო სიმძიმის უკმარისობით, აგრეთვე ღვიძლის უმარისობით, აუცილებელია დოზის დაქვეითება. ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის 33%-ით დაქვეითება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იუ ეს ბე
ქვეყანა
ბელგია
ჯენერიკი
ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
25
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი