საერთაშორისო დასახელება - sulfur სავაჭრო დასახელება : გოგირდის მალამო . შემადგენლობა : 100 გ მალამო შეიცავს : მოქმედი ნივთიერება _ კოლოიდური გოგირდი _ 33,3 გ ; დამხმარე ნივთიერება _ სამედიცინო ვაზელინი _ 40 გ , გაწმენდილი წყალი _ 20 გ , ემულგატორი T _2 _ 6,7 გ .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკრობებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება . სამკურნალოსაშუალება შეიცავს გოგირდს . გოგირდი .
გამოყენების ჩვენება მოცემულ სამკურნალო საშუალებას გამოიყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ _ სებორეა , სიკოზი ,ფსორიაზი , მიკოზი და სხვა ; წარმოადგენს მუნის შედარებით მარტივ და ეფექტურ სამკურნალოსაშუალებას . გამოიყენება პედიკულოზის სამკურნალოდ .
გამოყენების წესი და დოზირება გარეგანი . სამკურნალო საშუალება დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად , 2_3 ჯერდღეში , 5 დღის განმავლობაში . მუნის მკურნალობის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენების სქემასდა პირადი ჰიგიენის დაცვის წესების მოთხოვნილებას ადგენს ექიმი .
გვერდითი მოვლენები იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .
უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ . ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების დროს მჟავებთან და კალიუმის ქლორატთან წარმოქმნის თვითაალებად ნარევს .
განსაკუთრებული მითითებები ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი . სამკურნალო საშუალება გამოიყენება ექიმის დანიშნულებით . ბავშვებში 3- დან 5 წლამდე , სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით .