ოსტეოგენონი ტაბლეტი 830მგ #40

ოსტეოგენონი ტაბლეტი 830მგ #40

საფრანგეთი

პიერ ფაბრი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Osseinum hydroxyapatitum compound

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისტემური ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

ჩვენებები:
პირველადი ოსტეოპოროზი: პრე-, პერი-, პოსტ-მენოპაუზალური ოსტეოპოროზი; სენილური (მოხუცებულობის), იუვენილური, იდიოპათიური ოსტეოპოროზი;
მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული: კორტიკოსტეროიდული მკურნალობით, ჰეპარინოთერაპიით, იმობილიზაციით, რევმატოიდული ართრიტით, თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიით, პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქციით, არასრულყოფილი ოსტეოგენეზით;
ძვლოვანი ქსოვილის კონსოლიდაციის გაუმჯობესება;
ძვლოვანი კოჟრის ხარისხის გაუმჯობესება;
კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულირება ბავშვებში, მოზარდების მინერალური მხარდაჭერა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წელის ტკივილების, პარესთეზიებისა და კუნთოვანი სპაზმის, თმის ცვენის, ფრჩხილებისა და კბილების დაზიანების შემცირება.

მიღების წესი და დოზირება:
ყველა სახის ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ტრავმატოლოგიაში მოტეხილობების დროს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
გინეკოლოგია და პედიატრია: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, ხანგრძლივი მიღების დროსაც კი.
კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენების არარსებობა. ამის გამო ოსტეოგენონი შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივად, აგრეთვე ორსულობის პერიოდშიც.
შესაძლებელია კომბინაცია სხვადასხვა ჯგუფის ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატებთან.

უკუჩვენებები:
* ჰიპერკალციემია და გამოხატული ჰიპერკალციურია.
განსაკუთრებული მითითებები:
◄შარდ-კენჭოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია.
◄პაციენტების თირკმლის ფუნქციის დარღვევებით პრეპარატის ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის.
◄პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდის უმნიშვნელო რაოდენობა, ამიტომ ოსტეოგენონის გამოყენება დასაშვებია არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პიერ ფაბრი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ოსეინი+ჰიდროქსიპატატი
დოზა
830მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
40
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი