პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): thiamine, pyridoxine, cyanocobalamin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები_
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკისებრი გარსით დაფარული, ვარდისფერი ტაბლეტები.
შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: აკრილ-EZE ვარდისფერი 93O3405 (მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, ტრიეთილციტრატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი, კარმინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და B12-თან.
მიღების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, ნერვული სისტემის ისეთი დაავადების სიმპტომური მკურნალობა, როგორიცაა:
- ნევრიტი, ნევრალგია (მათ შორის სამწვერა ნერვის), პოლინევრიტი, პოლინეიროპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსარტყვლელი ლიქენი, მიალგიები, ფესვობრივი სინდრომი (გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით), რეტრობულბარული ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი;
- სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ვიტამინი B1, B6 და B12 დადასტურებული დეფიციტით.
ამას გარდა, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
- კარდიომიოპათია (დაკავშირებული ვიტამინი B1 დეფიციტთან);
- ოპერაციისშემდგომი ღებინება;
- სხივური დაავადება;
- ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც აღინიშნება ალკოჰოლიზმის დროს.
მიღების წესი და დოზები
ნევრალონის ტაბლეტები მიიღება შიგნი, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის მიზნით – 2-4 ტაბლეტი დღეში. სიმპტომების შესუსტებისას დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 1 ტაბლეტამდე.
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 1 თვეს.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევებში – ოფლიანობა, აკნესმაგვარი გამონაყარი, კანის რეაქციები (ჭინჭრის ციება). იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარება (გამონაყარი კანზე, სუნთქვის დარღვევა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).
განსაკუთრებული მითითებები
ნევრალონის მიღების საკითხი პაციენტებში გულის მწვავე და მძიმე დეკომპენსირებული უკმარისობით, წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას პრეპარატის გამოყენებისათვის არავითარი შეზღუდვები არ არის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუცილებლობისას პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატ ნევრალონის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5757
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ჯენერიკი
თიამინი+პირიდოქსინი+ციანკობალამინი