შემადგენლობა: რკინის (III) ბისგლიცინატი 20%- 25მგ; ფოლიუმის მჟავა ( ვიტ B9)-400მკგ; ვიტ C-50მგ. დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი E551b, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზის გარსი.
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა; მომატებული მოთხოვნილება რკინაზე; ორსულობა და ლაქტაცია; ჭარბი მენსტრუაცია; ინტენსიური ზრდის პერიოდი; ვეგეტარიანობა; დიეტა; ხანდაზმული ასაკი; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა; რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიები: ტრავმები,ქირურგიული ჩარევების შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი; დონორობა; ჰემოდიალიზი,თირკმელების უკმარისობა; მწვავე და ქრონიკული სისხლდენა; კუჭ–ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვა, გასტრიტი, დისბაქტერიოზი; კუჭის წყლულოვანი დაავადებები; სხვადასხვა ეტიოლოგიის სისტემური და ონკოლოგიური დაავადებები; ინფექციური დაავადებების, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განპირობებული ანემიები; ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია); მოწამვლა ტყვიით და ანტაციდებით.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25C.