ფენკაროლი ტაბლეტი 50მგ #10
ფენკაროლი ტაბლეტი 50მგ #10

ფენკაროლი ტაბლეტი 50მგ #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Quifenadine
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქვიფენადინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ფენკაროლი 10 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით ცალ მხარეს;
ფენკაროლი 25 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით;
ფენკაროლი 50 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს – 10 მგ, 25 მგ ან 50 მგ.
ფენკაროლი 10 ან 25 მგ. დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
ფენკაროლი 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, კალციუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ათქ-კოდი: R06AX31.

ჩვენება:
• პოლინოზი;
• მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება;
• თივის ციება;
• ალერგიული რინიტი;
• ალერგიული კონიუნქტივიტი;
• ანგიონევროზული შეშუპება;
• დერმატოზები (ეგზემა, ნეიროდერმიტი, კანის ქავილი და სხვ.);
• ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული წამლის ან საკვების მიღებასთან.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის შემდეგ.
ფენკაროლი 10 მგ: 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 5 მგ-ს (ტაბლეტის ნახევარი) 2-3-ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე 10 მგ-ს 2-ჯერ დღეში; 7-დან 12 წლამდე 10-15 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ 25 მგ 2-3-ჯერ დღეში. რეკომენდებული დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 4 მიღებაზე. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-15 დღეს. საჭიროებისას კურსი მეორდება.
ფენკაროლი 25 მგ ან 50 მგ: პრეპარატის დოზა მოზრდილებში შეადგენს 25-50 მგ-ს 2-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ 25 მგ 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
ფენკაროლი არ გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკამდე.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ფენკაროლი 10 მგ ტაბლეტები.
მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს გახსენებისთანავე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, საჭიროა დოზის გამოტოვება.

გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, ფენკაროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ ვლინდება ყველასთან.
გვერდითი მოვლენები მითითებულია გამოვლინების სიხშირის გათვალისწინებით შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10); არც ისე ხშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობი სიხშირით (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
ნერვული სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად – თავის ტკივილი, ძილიანობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – პირის სიმშრალე; არც ისე ხშირად – საჭმლის მონელების დარღვევები (გულისრევა, ღებინება), რომლებიც დოზის შემცირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ქვიფენადინი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი