პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sulfadiazine,Silver salt
სილვედერმა კრემი სილვედერმა აეროზოლი სამკურნალო ფორმა:
სილვედემა გამოიყენება: 2-3 ხარისხის დამწრობა, ვარიკოზული წყლულები, ნაწოლები აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის, კრემი გარეგანი გამოყენებისთვის, მალამო გარეგანი გამოყენებისათვის მოქმედების რეჟიმი: სულფანილამიდური პრეპარატი გარეგანი მოქმედებისთვის. სილვადერმს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა მიკროორგანიზმს, რომელიც აინფიცირებს დამწვრობით ჭრილობებს: Escherichia coli, Proteus spp., Staphylococcus spp., Klebsiella spp, ასევე მგრძნობიარეა გარკვეული სახის სოკოების და საფუარების მიმართ. ამცირებს აქტიობას SH შემცველი ფერმენტებისა მიკრობულ უჯრედში . დაზიანებულ კანის საფარველზე მისი წასმისას, დისოცირდება ვერცხლის და სულფანილამიდების იონების გამოთავისუფლებით, რომელთა კონცენტრაცია საკმარისია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების ზრდის დასათრგუნად და ამავე დროს, არ აზიანებს საღ უჯრედებს. შედის ნეკროზულ ქსოვილში, უმნიშვნელოდ ორთქლდება ჭრილობის ზედაპირიდან და არ გააჩნია უსიამოვნო სუნი, იოლად ჩამოიბანება წყლით.
ჩვენება:
ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობები და დამწვრობები სუსტი ექსუდაციით, ნაწოლები, ტროფიკული და ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები (მათ შორის ტაკვის ჭრილობები), კანის დაზიანებები, ექსკორიაციები, გადანერგილი კანის შეხვევები.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის სისხლწარმოქნის ფუნქციის დათრგუნვა, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა, პორფირია, ორსულობა, ახალშობილებში 1 თვემდე, ღრმა დაჩირქებული ჭრილობები და დამწვრობები გამოხატული ექსუდაციით.
გვერდითი მოვლენები:
წვა, ქავილი, კანის მოყავისფრო- ნაცრისფერი შეფერვა, კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია) და ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი ფართის ჭრილობებზე - სისტემური გვერდითი მოვლენები (ლეიკოპენია, თავის ტკივილი, დისპეპსია).
დოზირება და გამოყენების წესი:
გარეგანად. მოზრდილები და ბავშვები 1 თვის ზევით: დაზიანებულ ზედაპირს გაწმენდის შემდეგ უსმევენ მაზის ან კრემის 1-2 მმ სისქის ფენას დღე-ღამეში 1-2-ჯერ. დიდი ფართის დაზიანებული კანის შემთხვევაში, ხდება დაზიანებული ზედაპირის შეხვევა სტერილური საფენით მალამოს წასმის შემდეგ დღეში 1-2-ჯერ. საფენების შეცვლისას ტკივილი მინიმალურია. ყოველი შემდეგი შეხვევისას საჭიროა წინა მალამოს ფენის მოშორება როგორც მექანიკურად, ასევე სტერილური წყლით და ანტისევტიკით. მალამოს მაქსიმალური დოზაა 0,3 გ. აეროზოლი იხმარება ახლადგადანერგილი ბადისებრი ტრანსპლანტანტების დამუშავებისთვის, ასევე დამწვრობითი ჭრილობების დასამუშავებლად მალამოს ჩამობანვის ან პირველადი დამუშავების შემდეგ. აეროზოლის ხმარება იმდენად არის გამართლებული, რამდენადაც მისი ჭავლი აღწევს ძნელადმისაწვდომ უბნებამდე და ნაკლებტრავმატულია მისი ჭრილობის ზედაპირზე მიტანის მეთოდიც. სილვადერმს გააჩნია სხვა ანალოგებთან შედარებით მკაფიოდ გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც აჩვენა კლინიკურმა პრაქვკამ.
განსაკუთრებული მითითებები:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, საჭიროა სულფანილამიდების კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი პლაზმაში. ვერცხლის მარილები მუქდებიან სითბოსა და მზის სხივების მოქმედებისას, ამიტომ საჭიროა მალამოს შენახვა მუქ და დახურულ ტარაში სითბოდან შორს. მალამოთი დამუშავებული სხეულის ნაწილები საჭიროა მვარიდოთ მზის სხივებს ლაბორატორია Aldo-union, s.a. Baronesa de Malda,73 08950 ESPLUGUES DE LL (barcelona ) Espana
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
598
ჯენერიკი
სულფადიაზინი ვერცხლის მარილი