საერთაშორისო დასახელება - etofenamate წამლის ფორმა 40გ-იანი გელი შემადგენლობა: 1გ გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას; ეთოფენამატი _ 50,0 მგ დამხმარე ნივთიერებანი; ევკალიტის ესენცია, ფიჭვის ესენცია პოლიეთილენგლიკოლი, ემოლგინი მ_8, კარბოშერი 940, ტრიეტანოლამინი, იბოპროპილოერი სპირიტ, გაწმენდილი წყალი.
აღწერა გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის გელი ევკალიპტის გამაგრილებელი სურნელით ფარმაკოთერაპიული ჯგუფი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი მოხმარებისთვის.
ჩვენება მოხმარებაზე სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ტკივილების შეტევები სახსრებისა და რბილი ქსოვილების ანთება, ტკივილი, დაძაბულობა გამოწვეულია ტრამვებით, დეგენერაციული ან რევმატიული დაავადებების დროს (დაჭიმულობა, ამოვარდნები, ნაღრძობი, ლუმბაგო, ბურხიტი, მიოზიტი, ტენგოვაგინიტი, მიალგია, ართრიტი). მხრის სარტყლის ან კისრის გაციება.
გვერდითი ჩვენებები ძალზე იშვიათად შესაძლოა კანის გაღიზიანება. უკვუჩვენებები. ზემგრძნობელობა ეთოფენამატზე, ფლუფენამის მჟავაზე ან სხვა აას საშუალებებზე.
საგანგებო მითითებები იშვიათად ხდება კანის გაღიზიანება, რომელიც ქრება პრეპარატის მოხმარების შეწყვეტისთანავე. არა შეიძლება ღია ჭრილობებსა და ეგზემაზე წასმა. პრეპარატის მოხმარება უნდა შეწყდეს ზემგრძნობელობით რეაქციის შემთხვევაში.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია ნაყოფზე ზემოქმედების მიხედვით განეკუთვნება C კატეგორიას (FDA). ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შეინიშნებოდა ემბრიოტოქსიური და ტეროტოგენული თვისებები. შეიძლება დაინიშნოს, თუკი სავარაუდო სარგებლობის დონე ქალისათვის აღემატება ბავშვთან დაკავშირებული რისკის დონეს. წამალი აღწევს დედის რძეში. თუმცა ამ დროს რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა ჩვილ ბავშვებზე არ აღინიშნება. ინიშნება აუცილებლობის შემთხვევაში მოკლე ვადით და მცირე რაოდენობით.
დოზის გადამეტება მონაცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა შეფუთვაში ფლექსო გელი 40გ ტუბებში მოხმარების ინსტრუქცია_ჩანართი.