ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მათ შორის: • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე, პერსისტირებადი და აქტიური ქრონიკული ფორმა; • მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი; • ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია; • სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი; • პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში; • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა; • ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში; • ორსულთა ტოქსიკოზი. პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის: • ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი; • მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა; • ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია; • ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნიქსილი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, 1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში. გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება. უკუჩვენება: გამოხატული თირკმლის უკმარისობა (პლაზმაში კრეატინინის დონე 3მგ/100მლ-ზე მეტი), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ჭარბი დოზირება: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია. გამოშვების ფორმა: ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25˚c ტემპერატურაზე. შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.