პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Thiamazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითირეოიდული პრეპარატები
თერაპიული კატეგორია:
ანტითიროიდული სამკურნალო საშუალებები.
ზოგადი ინფორმაცია:
თიამაზოლი, კარბომაზოლის მეტაბოლიტი, თრგუნავს თიროიდული ჰორმონების სინთეზს, ამდენად ის ეფექტურია ჰიპოთიროიდიზმის მკურნალობისას. არ თრგუნავს არსებულ თიროქსინს და ტრიიოდოთირონინს და არ ბლოკავს თიროიდული ჰორმონების მოქმედებას მათი პერორალურად ან პარენტერალურად მიღებისას
ჩვენებები
უნიმაზოლი® ნაჩვენებია:
- ზედმეტად აქტიური თიროიდის დროს (ჰიპერთიროიდიზმი).
- კონსერვატიული გრძელვადიანი მკურნალობისას დაავადების რემისიამდე.
- წინა საოპერაციო პერიოდში ეუთიროიდიზმის მისაღწევად და თიროიდული კრიზისის პრევენციისთვის რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას.
დოზირება:
საწყისი დოზა შეადგენს 10-60 მგ-ს ჰიპერთიროიდიზმის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. დოზა იყოფა სამად და მიიღება 8-საათიანი ინტერვალებით.
შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-30 მგ-ს დღეში, 1-3 დოზად, სადღეღამისო დოზის მიხედვით.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები აღინიშნა პრეპარატის მიმღებ პაციენტთა 3-12%-ში და მოიცავდა გამონაყარს, ქავილს, დერმატიტს, ცხელებას, სახსრების ტკივილს, კუჭ-ნაწლავურ დარღვევებს, სიყვითელს, ლიმფადენოპათიას. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთიროიდიზმი და ჩიყვი ან ჰიპოთიროიდიზმის ნაყოფში.
ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტია ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი (ვითარდება პაციენტთა 0.3-0.5%-ში), რაც, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში, გამორიცხული არ არის უფრო გვიანი მანიფესტაციაც (ჰიპერთიროიდიზმის მქონე პაციენტთა 10%-ში, ანტითიროიდული პრეპარატებით მკურნალობის წინ, აღინიშნა ლეიკოციტოპენია შედარებითი ნეიტროპენიით). ნეიტროპენიის განვითარება საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
უნიმაზოლი® უკუნაჩვენებია:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
აგრანულოციტოპენიის დროს.
ლაქტაციის დროს.
სუბსტერნალური ჩიყვის დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6295