ნორვასკი ტაბლეტი 10მგ #30

ნორვასკი ტაბლეტი 10მგ #30

გერმანია

ფაიზერი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - amlodipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ამლოდიპინის ბესილატი, შესაბამისად 5 და 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური დოზით.
დამხამრე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის დიჰიდროფოსფატი, A ტიპის ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა:
5 მგ ტაბლეტები – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ზურმუხტის ფორმის (რვაკუთხა უსწორმასწორო გვერდებით) ერთ მხარეს Pფიზერ ლოგოთი და AML-5 – მეორე მხარეს.
10 მგ ტაბლეტები – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ზურმუხტის ფორმის (რვაკუთხა უსწოარმასწორო გვერდებით) ერთ მხარეს Pფიზერ ლოგოთი და AML-10 – მეორე მხარეს.

ჩვენებები
• არტერიული ჰიპერტენზია (როგორც მონოთერაპიაში, ისე სხვა ჰიპოტენზიუირ საშუალებებთან ერთად)
• სტაბილური სტენოკარდია და ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია) როგოც მონოთერაპიაში ისე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად).

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად დღეში ერთხელ წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად (100 მლ).
არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება მისი გაზრდა 10 მგ-მდე. გამოყენება ხანდაზმულებში. რეკომენდებულია ჩვეულბრივი დოზების გამოყენება. დოზის რეგიულირება საჭირო არ არის.
პრეპარატის გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს. რეკომენდებულია ჩვეული დოზებით მიღება, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია თ1/2 უმნიშვნელო მატება.
ნორვასკის დოზირების რეჟიმის შეცვლა თიაზიდურ შარდმდენებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და ანგიოტენზინ გარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას არ არის საჭირო. მკურნალობის კურსს ადგენს მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (6-17 წელი)
რეკომენდირებული ანტიჰიპერტენზიური პერორალური დოზა ბავშვებში შეადგენს 2.5-5 მგ-ს დღეში ერთხელ. 5 მგ/დღე-ზე მაღალი დოზა მოცემულ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული.
ნორვასკის ეფექტი არტერიულ წნევაზე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ცნობილი.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის და დიჰიდროპირიდინის სხვა ნაწარმების, ასევე პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
• მძიმე არტერიული ჰიპოტენზია
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის, III-IV კლასის არაიშემიური ეტიოლოგიის გულის ქრონიკული უკმარისობის, აორტალური სტენოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (მისი გადატანიდან 1 თვის განმავლობაში) დროს, 18 წლამდე ასაკში (ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლომდე არ არის დადგენილი).
ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით, მიტრალური სტენოზით, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ამლოდიპინის მიღების ფონზე, ისევე როგორც სხვა კნაბ-ის (კაციუმის ნელი არხების ბლოკერები) დანიშნვისას საშჭიროა სიფრთხილე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაიზერი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ამლოდიპინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი