შემადგენლობა: კატაბალახას ფესვები 210მგ სვიის გირჩები 52.5მგ ბარამბოს ფოთოლი 52,5მგ კრაზანას ბალახი 35მგ დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი E 171, ერითროზინი E 127, ინდიგო E 132, ჟელატინი. ნერვომიქსი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და გეხმარებათ დაძინებაში. პროდუქტი განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებისთვის მითითებულ ჩვენებებში და მისი ეფექტურობა დაფუძვნებულია მხოლოდ მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.
ჩვენებები: გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის, ( მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, კონცენტრაციის დაქვეითება) და ძილის დარღვევების დროს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით. ადვილად ჩაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა (1-2 კაფსულა) მიიღეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე. არ დაღეჭოთ. ბავშვები და მოზარდები: პრეპარატი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. გამოყენების ხანგრძლივობა: არ არის რეკომენდებული 3 კვირაზე მეტი ხნით მიღება. თუ პრობლემები კვლავ გრძელდება პრეპარატის გამოყენების დროს ან თუ მწვავდება მიმართეთ ექიმს.
არ მიიღოთ ნერვომიქს ფორტე: - თუ ხართ ალერგიული აქტიური სუბსტანციების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. - თუ გაქვთ კატაბალახას აუტანლობა.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: მკურნალობის დროს მოერიდეთ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (გარუჯვა, სოლარიუმი). პრეპარატში შემავალმა კრაზანამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა განსაკუთრებით ღია ფერის პირებში. თუ პრობლემები შენარჩუნდა ან გამწვავდა გამოყენების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის და მექანიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.