ჩვენება: • ნერვული აღგზნებადობა; • უძილობა, ძილის დარღვევა; • საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმი, ფუნქციური დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. ტაბლეტების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაშიც კი არ ვითარდება მიჩვევა. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს აბსტინენციის სინდრომს.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: რეკომენდირებულ დოზებში გამოყენებისას პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან პრეპარატის ერთდროული მიღებისას ძლიერდება ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეფუთვა: პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი ბლისტერზე; მეორეული შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.