ჩვენებები პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით: მამაკაცებში: - სქესობრივი მოუმწიფებლობა; - უნაყოფობა (ოლიგოსპერმია); - ანდროგენული ჰორმონების უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა; - კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები; - იმპოტენცია. განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეპარატს იყენებენ ქალებში ჰიპერესტროგენიზმით გამოწვეული დაავადებების დროს.
დოზირების რეჟიმი პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ. ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით. ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება, სითხის გამოყოფის პროცესის შეფერხება ორგანიზმიდან და შეშუპებები. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება. ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.
უკუჩვენებები წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა. პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, წვევანდელებში სქესობრივ მომწიფებამდე და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.