ჰასკოსეპტი პიტნის არომატით უშაქრო ტაბლეტი საწუწნი 3მგ #24
ჰასკოსეპტი პიტნის არომატით უშაქრო ტაბლეტი საწუწნი 3მგ #24

ჰასკოსეპტი პიტნის არომატით უშაქრო ტაბლეტი საწუწნი 3მგ #24

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ჰასკოსეპტი პიტნის არომატით

რას წარმოადგენს ჰასკოსეპტი პიტნის არომატით და მისი გამოყენება

ჰასკოსეპტი პიტნის არომატით შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბენზიდამინს, რომელიც
მიეკუთვნება ინდოლის ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს
(NშAID), ადგილობრივი და ზოგადი გამოყენებისათვის.
ბენზიდამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზური მოქმედება და აქვს ადგილობრივი
საანესთეზიო და მადეზინფიცირებელი ეფექტი. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ
მედიკამენტი კარგად შეიწოვება, აღწევს მაღალ კონცენტრაციას ანთებად ქსოვილებში.
ჰასკოსეპტი პიტნის არომატით განკუთვნილია პირის ღრუს და ხახის ანთების სიმპტომების
ადგილობრივი მკურნალობისათვის. მედიკამენტი ზოგადად კარგად გადაიტანება.
ჰასკოსეპტი პიტნის არომატით გამოიყენება პირ-ხახის ანთებასთან დაკავშირებული
სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება) სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი წარმოადგენს
საწუწნ ტაბლეტებს.
თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მდგომარეობა უარესდება 3 დღის შემდეგ,
საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ბავშვები
ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი პიტნის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული
6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
რეკომენდებული დოზაა ერთი საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
საწუწნი ტაბლეტის გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელა. არ უნდა მოხდეს დაღეჭვა ან გადაყლაპვა.
არ უნდა იქნას გამოყენებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი. უწყვეტმა მკურნალობამ არ უნდა
გადააჭარბის 7 დღეს.
ბავშვებში გამოყენება
ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი პიტნის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული
6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 6-11 წლის ასაკის ბავშვებში მედიკამენტი გამოყენებულ უნდა
იქნას უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ჰასკოსეპტის პიტნის არომატით დოზის გადაჭარბებისას
შემთხვევით დიდი რაოდენობით საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას საჭიროა ექიმთან
დაუყოვნებლივ მიმართვა და პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა. ექიმი მიიღებს შესაბამის
ზომებს
ჰასკოსეპტის პიტნის არომატით შენახვის წესი
არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურული პირობებს. ინახება ბლისტერით,
ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰასკო-ლეკი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ბენზიდამინი
დოზა
3მგ
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
24
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი