პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Aethinyloestradiolum+Gestodenum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივები
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები N21, N3X21
შემადგენლობა: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ეთინილესტრადიოლი ---------------------- 0,02მგ;
გესტოდენი ------------------------------- 0,075მგ;
დამხმარე საშუალებები:
ნატრიუმის-კალციუმის-ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიკონი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტაზას მონოჰიდრატი, კვინოლინი ყვითელი (E 104), ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.
ჩვენება: ლინდინეტი 20-ის ტაბლეტები წარმოადგენენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც შეიცავს ფოლიკულების და საკვერცხეების ყვითელი სხეულის სინთეზურ ჰორმონებს, რომლებიც ხელს უშლიან კვერცხუჯრედის მომწიფებას.
დოზირება:
მენსტრუაციის პირველი დღიდან 21 დღის განმავლობაში ინიშნება ერთი ტაბლეტი დღეში, მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. შემდეგ კეთდება 7 დღიანი შესვენება, როდესაც იწყება მენსტრუაციისმაგვარი სისხლდენა. შემდგომი 21 ტაბლეტის მიღება იწყება მე-8 დღიდან (7 დღიანი შესვენების შემდეგ), იმ შემთხვევაშიც თუ სისხლდენა გრძელდება. ანუ მეორე შეფუთვიდან პირველი ტაბლეტის მიღება იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც პირველი შეფუთვიდან. სისხლდენა მენსტრუაციის დროს ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებია, რაც ასეთი შემთხვევისათვის ნორმალურია.
პირველი ტაბლეტი
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე პაციენტი უნდა დაელოდოს ყოველთვიურ ციკლს, მანამდე რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება: პრეზერვატივი, პეისარიები, სპერმიციდული გელი. მენსტრუაციის პირველ დღეს მიიღება ლინდინეტი 20-ის პირველი ტაბლეტი.
გადასვლა სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებიდან ლინდინეტ 20-ის ტაბლეტებზე:
სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მიღების დამთავრების შემდეგ კეთდება შესვენება, შემდეგ სისხლდენის პირველ დღეს, რომელიც დაიწყო შესვენების დროს, მიიღება პრეპარატი ლინდინეტ 20-ის პირველი ტაბლეტი.
”მინი” ტაბლეტებიდან გადასვლა ლინდინეტის ტაბლეტებზე შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, ამ დროს პირველი 7 დღის განმავლობაში ლინდინეტი 20-ის გარდა პაციენტმა უნდა გამოიყენოს დამატებითი კონტრაცეპციის სხვა მეთოდი.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში:
ექიმის მითითებით აბორტის შემდეგ რეკომენდებულია ლინდინეტის ტაბლეტების მიღების დაწყება. არ არის აუცილებელი კონტრაცეფციიის სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება მშობიარობის, ან აბორტის შემდეგ ორსულობის მეორე ტრიმესტრში:
ლინდინეტი 20-ის ტაბლეტების მიღების დაწყება შეიძლება აბორტიდან ან მშობიარობიდან 21-28-ე დღეს. უფრო დაგვიანებული მიღებისას საჭიროა კონტრაცეფციის ბარიერული ტიპის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ტაბლეტების მიღებას წინ უძღვის სქესობრივი აქტი, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან ტაბლეტების მიღება გადაიდოს მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე.
თუ პაციენტს განრიგით გათვალისწინებული ტაბლეტის მიღება გამორჩა, საჭიროა მისი მიღება პირველი 12 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ტაბლეტების მიღება გრძელდება ძველი განრიგის მიხედვით.
თუ უკანასკნელი ტაბლეტის მიღების შემდეგ გავიდა 12 საათზე მეტი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოქმედების ეფექტი მცირდება. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული ტაბლეტის აღდგენა და მათი მიღება გრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით, თუმცა საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში. თუ შეფუთვაში დარჩა 7 ტაბლეტზე ნაკლები, იხსნება ახალი შეფუთვა 7 დღიანი შესვენების გარეშე. სისხლდენა საშვილოსნოდან იწყება შემდგომი შეფუთვის დამთავრების შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ე.წ. შუალედური სისხლდენები. თუ მომდევნო შეფუთვის დამთავრების შემდეგ, სისხლდენა საშვილოსნოდან არ განვითარდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ განვითარდა ღებინება და ვერ მოესწრო ტაბლეტის სრული შეწოვა, ასეთ დროს პაციენტი იქცევა იგივენაირად, როგორც გამოტოვებული ტაბლეტის მიღების შემთხვევაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6752
ჯენერიკი
ეთინილესტრადიოლი+გესტოდენი