პოლიდექსა სპრეი ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
პოლიდექსა სპრეი ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

პოლიდექსა სპრეი ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

საფრანგეთი

ბუშარა რეკორდატი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - dexamethasone, Polymyxin B sulfate, neomycin, phenylephrine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
სამკურნალო ფორმა: ნაზალური სპრეი
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში:
მოქმედი ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი- 1გ, რაც შეესაბამება 650 000 ME
პოლიმიქსინ BB- ს სულფატი – 1 000 000ME
დექსამეტაზონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატი – 0.025g
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0.250g
სხვა კომპონენტები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატ 80, გასუფთავებული წყალი 100მლ ხსნარის მისაღებად.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერული სითხე

ჩვენებები
ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები
- მწვავე და ქრონიკული რინიტი;
- მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;
- სინუსიტი.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ენდონაზალური ჩარევის დროს

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-5 ჯერ დღეღამეში; 2.5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-ჯერ დღეღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-10 დღე

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, იშვიათად ვითარდება გამონაყარი კანზე

უკუჩვენება
- დახურულკუთხოვან გალაუკომაზე ეჭვის შემთხვევაში;
- მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების ერთდროული გამოყენება;
- თირკმლების დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია;
- ორსულობა და ლაქტქაციის პერიოდი;
- ბავშვების ასაკი (2.5 წლამდე ასაკი);
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით იხმარება არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოიდიზმის, გულის იშემიური დაავადებების დროს. სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინგ-კონტროლზე შესაძლოა მოგცეთ ცრუ დადებითი ეფექტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბუშარა რეკორდატი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინი+ფენილეფრინი
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი