მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4

მელდოზი ტაბლეტი 70მგ #4

საბერძნეთი

რაფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - მელდოზი ტაბლეტები, 70 მგ

რა არის მელდოზი
მელდოზი არის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბისფოსფონატები. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ, და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას. ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.
რისთვის გამოიყენება მელდოზი?
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ მელდოზი ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.
მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.

რა უნდა იცოდეთ მელდოზის მიღებამდე
არ მიიღოთ მელდოზი:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
• თუ გაქვთ საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები (საყლაპავი - მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან), როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება
• თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში
• თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.
ბავშვები და მოზარდები
მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

როგორ მიიღება მელდოზი
ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.
მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.
მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.
1) აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.
ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტს სწრაფად მიაღწიოს კუჭს და შეამციროს საყლაპავის გაღიზიანება (საყლაპავი-მილი, რომელიც აკავშირებს თქვენს პირს კუჭთან).
2) დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).
უ არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად)
უ არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
უ არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.
არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ ის პირში გაიხსნას.
3) არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას)
- ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.
4) არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.
5) ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარდებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.
6) მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის
ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რაფარმა
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
ალენდრონის მჟავა
დოზა
70მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი