თერაპიული ჩვენებები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის სპაზმების, სანაღვლე გზების სპაზმებისა და დისკინეზიის, სასქესო სისტემის სპაზმების დროს. დოზირება და მიღების წესი თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება გამოყენების შესახებ, მაშინ რეკომენდებული დოზირებაა: მოზრდილებში: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. 6-12 წლის ბავშვები: 1 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. პრეპარატი გამოიყენება იმ სიხშირით და ხანგრძლივობით, როგორც განსაზღვრავს ექიმი. უკუჩვენებები ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ჰიოსინ-N-ბუტილბრომიდზე ან მის შემადგენლობაში შემავალ სხვა ნივთიერებებზე. ვიწროკუთხოვანი გლაუკომა, შარდის შეკავება შარდის ბუშტის ობსტრუქციით (მაგ. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია), მექანიკური სტენოზები საჭმლის მომნელებელ სისტემაში პარალიზური ან ობსტრუქციული ილეუსი ტაქიკარდია და ტაქიარითმია მეგაკოლონი მიასთენია გრავისი ორსულობის პერიოდი არ არსებობს საკმარისი მონაცემები ან გამოცდილება ორსულ ქალებში ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდის გამოყენების შესახებ. სიფრთხილის მიზნით, ბუსკოპანის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდი ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა შეიძლება შეაფერხოს ლაქტაცია. უცნობია გადადის თუ არა ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას პრეპარატი შეინახეთ ოთახის არაუმეტეს 30რC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.