ელოკონი ლოსიონი 0.1% 30მლ ფლაკონი  #1

ელოკონი ლოსიონი 0.1% 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

სანოფი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ელოკონი ლოსიონი 0.1% 30მლ ფლაკონი /TR/ #1

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ელოკომს (მომეტაზონის ფუროატი) ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო, ქავილისსაწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება. თუმცა კორტიკოსტეროიდების მოქმედების ზუსტი მექანიზმი ყოველი დაავადებისას უცნობია.მომეტაზონის ფუროატს ახასიათებს ადგილობრივი (დერმატოლოგიური), სისტემური ფარმაკოლოგიური და მეტაბოლური ეფექტები, რომლებიც ახასიათებს ამ კლასის პრეპარატებს.

მიღების ჩვენება
ელოკომი (მომეტაზონის ფუროატი), ლოსიონი 0,1% ნაჩვენებია ანთებითი პროცესის და ქავილის შესუსტებისთვის დერმატოზების დროს, რომლებიც ექვემდებარება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, როგორიცაა მაგ. ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი. ელოკომისწასმა შესაძლებელია თავის თმიანი ნაწილის კანის დაზიანებულ უბნებზე.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ელოკომის ლოსიონის რამდენიმე წვეთს ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე, თავის თმიანი ნაწილის კანის ჩათვლით, დღეში ერთხელ; ლოსიონი უნდა შეიზილონ მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე.
არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

უკუჩვენება
ელოკომი 0,1%-იანი ლოსიონი უკუნაჩვენებია პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით მომეტაზონის ფუროატის, სხვა კორტიკოსტეროიდების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (სია იხ. პარაგრაფში შემადგენლობა).
ადგილობრივი გამოყენების სტეროიდები უკუნაჩვენებია კანის არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიულ ან ვირუსული ეტიოლოგიის ინფექციებისას (მაგ. მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, ვაქცინაცია).

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა. რადგან ორსულ ქალებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ორსულობის პერიოდში ამ კლასის პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ორსულ ქალებში ამ კლასის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ კანის ფართო უბანზე დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ძუძუთი კვება.უცნობია, შეიძლება თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვიოს სისტემური აბსორბცია, რომელიც საკმარისია რძეში პრეპარატის იმ რაოდენობით გამოყოფისთვის, რომელიც განსაზღვრას ექვემდებარება. სისტემური გამოყენების კორტიკოსტეოროიდები გამოიყოფა რძეში რაოდენობით, რომელიც სავარაუდოდ არასასურველ გავლენას არ ახდენს ბავშვზე. თუმცა ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის მოხსნის საკითხი უნდა განიხილონ დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დადგენილი არ არის.
პრეპარატის საკვებთან ურთიერთქმედება: დადგენილი არ არის.
პრეპარატის ურთიერთქმედება მცენარეულ საშუალებებთან: დადგენილი არ არის.
პრეპარატის ურთიერთქმედება ლაბორატორიული ანალიზების შესრულებისას: დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენების გავლენა სიცოცხლის ხარისხზე: დადგენილი არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მომეტაზონის ფუროატი
დოზა
0.1%
ფორმა
ლოსიონი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი