კეტოფლექსი გელი 2.5% 50გრ ტუბი #1

კეტოფლექსი გელი 2.5% 50გრ ტუბი #1

ბულგარეთი

ვეტპრომი
პროდუქტის შესახებ
გელის ყოველი გრამი შეიცავს 25 მგ კეტოპროფენს.
ჩვენებება: გამოიყენება ადგილობრივად შემდეგი მდგომარეობების შესამსუბუქებლად:
- კუნთების, სახსრების ტკივილისა და სპორტული და სხვა სახის ტრავმების შედეგად შეშუპების მოსახსნელად (ამოვარდნილობები, დაჭიმულობები, მყესების გაწყვეტა, სხვადასხვა დაზიანებები).
- ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული კუნთების ტკივილის მოსახნელად.
- წელის ტკივილისა და ანთების დროს, ასევე სახსრების დეგენერაციული რევმატიული დაავადებებისას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

მიღების წესები და დოზები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
გელის წასმა ხდება მტკივნეულ ადგილზე დღეში 1-2-ჯერ და ფრთხილად შეიზილება კანში. დოზა დამოკიდებულია
მტკივნეული უბნის ფართობზე.
5 სმ გელი შეესაბამება 100 მგ კეტოპროფენს.
10 სმ გელი შეესაბამება 200 მგ კეტოპროფენს.
არ შეიძლება გელის წასმა ლორწოვან გარსებზე, ანალური ხვრელის მიდამოზე, სასქესო ორგანოებზე და კანზე თვალების გარშემო. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, რათა გელი არ მოხვდეს თვალში.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის მჭიდრო ტანსაცმლის ტარება.
გელის ყოველი წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
მაქსიმალური დღიური დოზა გამოყენებული ფარმაცევტული ფორმის მიუხედავად არის 200 მგ კეტოპროფენი.

უკუჩვენება: - კეტოპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს.
- თუ პაციენტს აღენიშნება ან წარსულში აღენიშნებოდა ასთმა, ჭინჭრის ციება (ქავადი გამონაყარი) ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც გამოწვეული იყო კეტოპროფენით ან სხვა მსგავსი მოქმედი ნივთიერებებით, როგორიცაა სხვა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან სალიცილატები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა).
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლულის დროს.
- შეცვლილი ან დაზიანებული კანი მაგ. ეგზემა (ქავადი, წითელი, წვადი გამონაყარი), ფერიჭამიები, სხვადასხვა დერმატოზები (კანის დაზიანებები)., ღია ჭრილობები ან ინფექციური დაზიანებები;
- მკურნალობის დროს მჭიდრო ტანსაცმლის ტარება;
- იგივე მონაკვეთზე სხვა ადგილობრივი საშუალებების ერთდროულად წასმა;
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.
- 15 წლამდე ასაკის პაციენტებში.
ორსულობა: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25C-ზე.
ტუბი უნდა ინახებოდეს კარგად დახურულ მდგომარეობაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეტპრომი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
კეტოპროფენი
დოზა
2.5%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი