საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug, Calcium, colecalciferol კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი–ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ.
ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს CA-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.
ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
მოქმედება: - კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. - ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას. - მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას. - თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში. - ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
ჩვენება: - რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა - ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი - კარიესის პროფილაქტიკა - სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი - მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა - ორსულობა და ლაქტაცია - მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
მიღების წესი: ბავშვები (4-12 წ): ერთი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.
არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს