ბიფლაზიმი ტაბლეტი #20

ბიფლაზიმი ტაბლეტი #20

ეგვიპტე

ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
300 ერთ. BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი
300 ერთ. BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი.
დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი, სეპისპერსი ცისფერი K1009.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფლაზიმი® მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერმოქმედი პროტეაზული ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
გასტრორეზისტენტული და ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, მხოლოდ ნაწლავში შეწოვის გამო უზრუნველყოფენ როგორც კარგ ამტანობას, ასევე მაღალ ეფექტურობას.

ჩვენებები
ანთება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად, განსაკუთრებით:
ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში:
პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პტოფილაქტიკა.
დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპებების შედეგები.
ლორ პრაქტიკაში:
ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტები, ევსტაქიტები.
ოფთალმოლოგიაში:
თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.
პულმონოლოგიაში:
ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები.
სტომატოლოგიაში:
კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
გინეკოლოგიაში:
მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტები.
ბიფლაზიმი® ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დუფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
ინფექციების დროს უნდა მოხდეს პრეპარატის ანტიბიოტიკებთან კომბინირება.

შენახვის პირობები და ვადები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამოუნ ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
ტრიფსინი+ქიმოტრიფსინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი