შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინის დიჰიდრატი (ექვივალენტურია აზითრომიცინის 768მგ); დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრა, ნატრიუმის ფოსფატი სამფუძიანი უწყლო, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, Xantan Gum, ბანანის და ალუბლის არომატიზატორები.
ჩვენება: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება); ქუნთრუშა; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული და ტიპიური პნევმონია, ბრონქიტი); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები საშუალო სიმძიმის, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები); უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და-ან ცერვიციტი); ლაიმის დაავადება (ბორელიოზი), საწყისი სტადიის სამკურნალოდ.
უკუჩვენება: ღვიძლის და თირკმელების მძიმე დისფუნქცია; მომატებული მგრძნობელობა აზიტრომიცინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი ინიშნება შიგნით, 1-ჯერ დღეში. სუსპენზია მიიღება კვებამდე 1 საათით ადრე, ან კვებიდან 2 საათის შემდეგ სუსპენზიის დამზადების წესი: სუსპენზია მზადდება დისტილირებული ან ანადუღარი წყლით ფხვნილის გახსნის გზით. 15მლ სუსპენზიის დასამზადებლად (ნომინალური მოცულობა) საჭიროა ფლაკონში, რომელიც შეიცავს 600მგ აზითრომიცინს (ზიტმაკი 200, 16გ), დაემატოს 9მლ წყალი (ფაქტიური მოცულობა-20მლ სუსპენზია).
თითოეული ფლაკონის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სუსპენზიის საბაზისო დოზის 5მლ-ით მეტი, ფლაკონიდან პრეპარატის სრული მოხმარების მიზნით. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მზა სუსპენზია ინახება მაცივარში 2-8C ტემპერატურაზე და გამოიყენება 5 დღის განმავლობაში. აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.