გროპრინოსინი ფორტე ტაბლეტი 1000მგ #30

გროპრინოსინი ფორტე ტაბლეტი 1000მგ #30

პოლონეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - გროპრინოსინი ფორტე, 1000 მგ

პრეპარატის გროპრინოსინი ფორტეს გამოყენების ჩვენებები
კომპლექსური თერაპია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციებისას.
მარტივი ჰერპესის (Herpes Simplex) ვირუსით გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა.
პრეპარატი გროპრინოსინი ფორტე შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციის ისტორია.
თუ 5-14 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით (65 წელზე მეტი ასაკის)
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში.
როგორც წესი, სადღეღამისო დოზა არის 3 ტაბლეტი (3გ) დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 ტაბლეტი (4 გ) დღეში (ანუ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა არის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი რამდენიმე დოზად.
ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებულია გროპრინოსინი ფორტეს მიცემა სიროფის სახით.
თერაპიის ხანგრძლივობა
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-დან 14 დღემდე.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კიდევ 1-2 დღის განმავლობაში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი გროპრინოსინი ფორტე
დღემდე, დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ გროპრინოსინი ფორტეს მიღება
თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ საჭირო დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ გროპრინოსინი ფორტეს მიღებას
თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა ვერ მიაღწიოთ მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტს, ან თქვენი სიმპტომები გაუარესდეს.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გროპრინოსინი ფორტემაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციები გროპრინოსინი ფორტეს მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად ვითარდება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- უეცრად განვითარებული ხიხინი;
- გაძნელებული სუნთქვა;
- ქუთუთოების, სახის, ტუჩების შეშუპება;
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე).
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები გროპრინოსინ ფორტეს გამოყენებისას ჩამოთვლილია ქვემოთ:
ძალიან ხშირად (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
- სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
ხშირი (ვითარდება 10-დან არა უმეტეს 1 პაციენტში)
- ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება;
- გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე;
- მუცლის ტკივილი;
- კანის ქავილი;
- კანის გამონაყარი (როგორც ერთადერთი სიმპტომი);
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა ან უსიამოვნო შეგრძნება;
- სახსრების ტკივილი.
არახშირი (ვითარდება 100-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):
- დიარეა;
- ყაბზობა;
- ნერვოზულობა;
- ძილიანობა ან ჩაძინების გაძნელება (უძილობა);
- სადღეღამისო შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია).
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს ხელმისაწვდომი მონაცემებით):
ეპიგასტრიუმში ტკივილი, სახის, ტუჩების, ქუთუთოების ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), ჭინჭრის ციება, ალერგიული რეაქცია, უეცარი ალერგიული რეაქცია მთელ სხეულზე (ანაფილაქსიური რეაქცია), ანაფილაქსიური შოკი, თავბრუსხვევა, კანის სიწითლე (ერითემა).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ინოზინი
დოზა
1000მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი