/images/logo_ka.svg
კლავიციდი ტაბლეტი 875მგ+125მგ #16

კლავიციდი ტაბლეტი 875მგ+125მგ #16

პორტუგალია

ლაბ. ატრალი

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
ჩვენებები:
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
კლავიციდი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურის და სინუსების ინფექციები;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- საშარდე გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის სტომატოლოგიური ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

დოზირება:
მოზრდილები და 40 კგ და მეტი წონის ბავშვები
- ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში.
- მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები
6 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში სასურველია მკურნალობა ჩატარდეს კლავიციდის პერორალური სუსპენზიით. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის კლავიციდის ტაბლეტების მიცემისას კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის დაწყებისას ან ოდნავ ადრე.
- დოზები გაანაწილეთ თანაბრად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. 1 საათში არ მიიღოთ 2 დოზა.
- არ მიიღოთ კლავიციდი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავს კვლავ ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:
- ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან კლავიციდის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერმგრძნობელობის) შემთხვევაში;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა მწვავე ალერგიულ (ჰიპერმგრძნობლობის) რეაქციას რომელიმე სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს კანზე გამონაყარით ან სახის ან კისრის შეშუპებით;
- თუ ოდესმე ადგილი ჰქონდა ღვიძლის პრობლემებს ან სიყვითლეს (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენიანობისგან დასაცავად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ატრალი
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
875მგ+125მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
16
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat