/images/logo_ka.svg
ვიტამინი დ3 კაფსულა 2000სე  #60

ვიტამინი დ3 კაფსულა 2000სე #60

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი

პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) დამატებით შემავსებელი: არაქისის ზეთი, ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, შემრევი საშუალება-გლიცერინი). ვიტამინის შემცველობა რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისთვის: 1 კაფსულა შეიცავს (NRV%) ვიტამინი D-2000სე (50მკგ).

ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას, კუნთებისა და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. ვიტამინი D3 მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმში. ის ასტიმულირებს მათ შეწოვას და უზრუნველოყოფს სისხლში კალციუმის სათანადო დონის შენარჩუნებას, რაც გავლენას ახდენს ძვლისა და კბილების მინერალიზაციაზე. ვიტამინი-D მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.

ჩვენება: ვიტამინი D3 დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;l სექტემბრიდან აპრილამდე, როდესაც მზის სხივების ზემოქმედება არასაკმარისია; სუსტი იმუნიტეტი; ხანდაზმული ასაკი (65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები); ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; თირკმელების დისფუნქცია, თირკმელების კენჭები; ჰიპერპარათირეოზი; D3 ვიტამინის შემცველი სხვა პროდუქტების ერთდროულად მიღება.

მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან მის შემდეგ, წყლის მიყოლებით.

დამატებითი ინფორმაცია: საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შენახვის წესი: ინახება გრილ (არაუმეტეს 30C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 60 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: ჰასკო ლეკ (Hasco Lek), პოლონეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰასკო-ლეკი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
2000სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
60
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat