აევიტი 'აე ვიტამინ' კაფსულა #20

აევიტი 'აე ვიტამინ' კაფსულა #20

რუსეთის ფედერაცია

მიროლა
პროდუქტის შესახებ
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები: რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A)-55მგ (100000 სე) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)-100მგ; დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის ზეთი-45მგ; კაფსულის შიგთავსის მასა-200მგ კაფსულის გარსი: ჟელატინი-26,83მგ; გლიცეროლი (გლიცერინი)-7,56მგ; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი)-0,01მგ; სორბიტოლი (სორბიტი)-4,94მგ; გასუფთავებული წყალი-0,65მგ; საღებავი ყავისფერი ?? (? 155)-0,01მგ; კაფსულის მასა-240მგ.
აღწერილობა: ჟელატინის კაფსულები, სფერული ფრომის, მუქ-ყვითლიდან ღია-ყავისფრამდე შეფერილობის, გლუვი ზედაპირითმ დაზიანებებისა და თვალსაჩინო ჰაეროვანი ჩანართების გარეშე. შევსებულია ზეთოვანი მუქი- ყვითელიდან ღია-ყავისფრამდე ფერის სითხით. მძაღე სუნის გარეშე.
ჩვენებები: A და E ავიტამინოზი კომპლექსურ თერაპიაში: კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი); მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და-ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით: თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, შიგნით ანუ პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის კურსი-30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევგანსაკუთრებული მითითებები: A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას. ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით.

გამოშვების ფორმა: კაფსულები. 10 კაფსულა კონტურულ უჯროვან შეფუთვაში. 3 კონტურულ უჯროვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი-მწარმოებელი-ორგანიზაცია, პრეტენზიების მიმღები ხარისხთან მიმართებაში: სს ,,ალტაივიტამინი”, რუსეთი.
ტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მიროლა
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
რეტინოლი+ალფატოკოფეროლი
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი