დედეპი ქიდსი სიროფი 150მლ ფლაკონი #1
დედეპი ქიდსი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

დედეპი ქიდსი სიროფი 150მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ჰავან ილაკი
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 10მლ სიროფი შეიცავს: პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora)-140მგ; კუნელის ექსტრაქტი (Crataegus)-140მგ; ბარამბოს ექსტრაქტი (Melisa officinalis)-100მგ; მაგნიუმი-42მგ; ვიტამინი B 6-2მგ.
მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმის და ვიტამინი B 6-ის დეფიციტის შევსებას.

ჩვენებები: ძილის დარღვევები, უძილობა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება; დაძაბულობა, შფოთვა; ნევროზული მდგომარეობა, მომატებული აგზნებადობა, კბილების ამოჭრის პერიოდი; ბიოლოგიური რითმის დარღვევა (,,დღე-ღამური ციკლის ’’დარღვევა); ხშირი სტრესი, შიშები; მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი და კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი; ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში; ფსიქომოტირული დარღვევევბი; ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევები; ქრონიკული დაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა; მეხსიერების და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი).

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: დედეპი მიიღება ჭამის შემდეგ, მსუბუქი მდგომარეობის დროს 1-2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევების დროს 2-3-ჯერ დღეში ასაკობრივი დოზის შესაბამისად. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.
ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღიური
დოზა
ბავშვები
0-1 წელი 2,0მლ 6მლ
1-3 წელი 3,5მლ 10,5მლ
3-5წელი 5,0მლ 15მლ
5-8წელი 7,0მლ 21მლ
8-12წელი 10,0მლ 30მლ

ბავშვები
12 წლის
ზემოთ 15,0მლ 45მლ

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, სისუსტე. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: დედეპი სიროფი 150მლ, საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში. საკვები დანამატი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰავან ილაჩ (HAVAN ILAC), თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D ფარმა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰავან ილაკი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პასიფლორა+კუნელი+ბარამბო+მაგნიუმი+ვიტ ბ-6
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
150მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი