პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი; 1 აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს; დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, კარნაუბის ცვილი, თეთრი ცვილი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, ინდიგოკარმინი (E132).
გამოყენების ჩვენებები: ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების მოხსნა, როგორიც არის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი, შეშუპება და ცხვირის გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველება. ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების მოხსნა, როგორიც არის ქავილი და გამონაყარი.
უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა დესლორატადინის, ლორატადინის და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას თანდაყოლილი უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
სიფრთხილის ზომები: თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი: ორსულებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად ორსულობის პერიოდში დესლორატადინის მიღება არ არის რეკომენდებული. დესლორატადინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს: პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მოსალოდნელი ძილიანობის შესახებ, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ტრანსპორტის მართვის და მძიმე ტექნიკის გამოყენების უნარზე.
ბავშვები: 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. 12 წლიდან ბავშვებში პრეპარატის მიღება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მიღების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება შიგნით. მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში მიიღება 1 ტაბლეტი (5მგ) დღეში 1-ჯერ კვებისგან დამოუკიდებლად. პერიოდული ალერგიული რინიტის (სიმპტომები კვირაში <4 დღე, ან <4 კვირა) მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: მკურნალობა წყდება სიმპტომების გაქრობისას და ახლდება სიმპტომების თავიდან გამოვლენისას. ქრონიკული ალერგიული რინიტის (სიმპტომები კვირაში >4 დღე, ან >4 კვირა) შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7426