დასელტა ტაბლეტი 5მგ #30
დასელტა ტაბლეტი 5მგ #30

დასელტა ტაბლეტი 5მგ #30

სლოვენია

კრკა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ დესლორატადინს.

ჩვენებები: მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან გამოიყენება ისეთი სიმპტომების შემსუბუქებისთვის, რომელიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან; ჭინჭრის ციებასთან.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან დესლორატადინის მიმართ.

მიღების წესი და დოზები: ალერგიულ რინიტთან (მათ შორის ინტერმისიული და პერსისტიული სიმპტომების) და ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებისთვის ერიუსს ღებულობენ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად შემდეგ დოზებში: ზრდასრულები და 12-წლიდან ბავშვები: ღებულობენ 1 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთხელ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებზე მრავალი მონაცემებიდან გამომდინარე (100ზე მეტი ორსულობის შემთხვევა) მიანიშნებს მანკის განვითარების და დესლორატადინის ფეტო-ნეონატალური ტოქსიურობის არ არსებობაზე.
ცხოველებზე ჩატარებული ცდები პირდაპირად ან ირიბად არ მიანიშნებს რეპროდუქციული ტოქსიურობის მიმართებაში მავნე ეფექტებზე. უსაფრთხოების მიზნით არ არის რეკომენდებული ერიუსის გამოყენება ორსულობისას.
ლაქტაცია: დესლორატადინი იდენტიფიცირებულია ახალშობილებში და იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით. დესლორატადინის ეფექტი ახალდაბადებულებსა და პატარა ასაკის ბავშვებზე არ არის ცნობილი.
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტაზე ან ერიუსით თერაპიის შეწყვეტა-შეკავებაზე, ბავშვის რძით კვების სარგებელისა და მშობლის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კლინიკურმა კვლევება აჩვენა რომ დესლორატადინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზების ტარების უნარზე. პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულები, რომ ადამიანების უმრავლესობა არ განიცდის ძილიანობას. თუმცა, ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქციები ნებისმიერ სამკურნალო საშუალებაზე, რეკომენდებულია რომ პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი საქმიანობისგან, რომელსაც სჭირდება გონებრივი დაძაბვა, მაგ: ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა, სანამ არ დადგინდება ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატის მიღებისას.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
დესლორატადინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი