პრობიოქსინი კაფსულა #30

პრობიოქსინი კაფსულა #30

დიდი ბრიტანეთი

პრიმეა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

შემადგენლობა:
1. კაფსულა შეიცავს:
Saccharomyces boulardii 2 X 109
Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus casei, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Enterococcus faecium, Streptococcus thermophilus, Bifidobacterium longum საერთო რაოდენობით 2 X 109 ბაქტერია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრობიოტიკი, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი, ანტიდიარეული საშუალება.

ჩვენებები:
ნაწლავური დისბიოზი ( ნაწლავური დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკების,სულფანილამიდების და სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღების შედეგად განვითარებული;
ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეა;
სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული კოლიტი, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
გადატანილი მწვავე ნაწლავური ინფექციები;
ქრონიკული ენტეროკოლიტი;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
მოგზაურთა დიარეა, მწვავე დიარეა;
შეკრულობა, მეტეორიზმი;
პირის ღრუს და ნაწლავების მიკოზები;
ატოპიური დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, ალერგიული რინოკონიუქტივიტი);
ალერგიული პროცესები (მათ შორის ალიმენტარული ალერგია), ალერგოზები;
კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ფურუნკულოზი, ფერიმჭამელა);
ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
- მოზრდილები - 1 კაფსულა 2 – 3 -ჯერ დღეში ჭამის დროს.
- ბავშვები 6 წლის ასაკიდან - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის დროს.
- ბავშვები 2 - დან 6 წლამდე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში ჭამის.
- მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 კვირა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრობიოქსინის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები: შესაძლოა ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების ფორმა: პრობიოქსინი №30. კაფსულა მაღალი ხარისხის, ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრიმეა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები+ენტეროკოკი+სტრეპტოკოკი+ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტები
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი