/images/logo_ka.svg
ნორმოკაინი ხსნარი საინექციო 1.7მლ კარტრიჯი #10
ნორმოკაინი ხსნარი საინექციო 1.7მლ კარტრიჯი #10

ნორმოკაინი ხსნარი საინექციო 1.7მლ კარტრიჯი #10

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - articaine, epinephrine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია → ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები → პრეპარატები ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში

ჩვენებები
- ოპერაციები ლორწოვან გარსზე ან ძვლებზე, რომლებიც მოითხოვენ უფრო ინტენსიურ იშემიას;
- ოპერაცია კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტრაქცია);
- ჩამტვრეული კბილის ექსტრაქცია (ოსტეოტომია) ან აპიკალური პაროდონტოზით დაზიანებული კბილის ექსტრაქცია, ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები (მაგ. კოლდუელ-ლიუკის ოპერაცია), ტრანსკუტანეული ოსტეოსინთეზი, კისტების მოცილება, მუკო-გინგივალური ოპეჟრაციები, ფესვის წვერის რეზექცია, პირის ღრუსა და კბილის მომზადება გვირგვინის დასადგმელად მაღალმგრძნობიარე კბილებზე.

დოზირების რეჟიმი
ზედა კბილის გაურთულებელი ექსტრაქციისას მარწუხებით, ანთების არარსებობისას, ჩვეულებრივ ადექვატურია ვესტიბულური ინექცია დოზით 1.7 მლ ყოველ კბილზე. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვესტიბულური ინექცია დოზით 1-დან 1.7 მლ-მდე სრული ანესთეზიისათვის. უმრავლეს შემთხვევაში არ არის აუცილებელი ინიექციის შესრულება მტკივნეული სასის მიდგომით. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია გაიჭრას ან გაიკეროს სასა ადექვატურია სასის დეპო-ინექცია დოზით დაახლოვებით 0.1 მლ ერთ ჩხვლეტაზე. მრავლობითი გვერდიგვერდ მდებარე კბილების ექსტრაქციისას ვესტიბულური ინექციის რაოდენობა ჩვეულებრივ შეიძლება შეიზღუდოს. ქვედა პრემოლარული კბილების გაურთულებელი ექსტრაქცია მარწუხებით, ანთების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება ქვედა ყბის ანესთეზიის გარეშე., რადგანაც ინფილტრაციული ანესთეზია, უზრუნველყოფილი დოზით 1.7 მლ ერთ კბილზე ინექციით საკმარისია. თუ ამ გზით ვერ მოხერხდა სასურველი შედეგის მიღწევა, მაშინ შესრულდება დამატებითი ვესტიბულური ინექცია დოზით 1-დან 1.7 მლ-მდე იმ შემთხვევაში მხოჟლოდ, როდესაც ვერ ვაღწევთ სრულ ანესთეზიას, საჭიროა ჩვეულებრივი ანესთეზია ქვედაყბის ბლოკადის მეთოდით.
პირის ღრუს მომზადებისათვის ან ნებისმიერი კბილის გვირგვინის დასაყენებლად მომზადებისთვის, ქვედა მოლარების გამოკლებით, ნაჩვენებია ულტრაკაინის ვესტიბულური ინექცია დოზით 0.5-1.7 მლ-მდე ყოველი კბილისათვის. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია სასურველი სიღრმისაგან და ანესთეზიის ხანგრძლივობისაგან. ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად ნაჩვენებია ნორმოკაინის ინდივიდუალური დოზირებით, ოპერაციის სიმძიმისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
ერთი სამკურნალო პროცედურის ჩასატარებლად მოზრდილებს შეიძლება შევუყვანოთ 7 მგ-მდე ნორმოკაინი (არტიკაინი) სხეულის 1 კგ წონაზე. დოზირება 500 მგ-მდე (ე.ი. 12.5 მგ საინიექციო ხსნარი) კარგად გადაიტანება, თუ გამოყეჟნებულია ასპირაციული კონტროლის მეთოდი. ინექციამდე ყოველთვის უნდა ჩატარდეს საცდელი ასპირაცია, რათა გამოირიცხოს სისხლძარღვშიდა ინექცია. ასპირაცია განსაკუთრებით გაადვილდება საინექციო შპრიც უნიექტ კ-ს გამოყენებით კარპულებთან ერთად. ინექციის წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას.
საჭმლის მიღება დასაშვებია მხოლოდ მგრძნობელობის აღდგენის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენებისას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცვლილებებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (სტუპორიდან გონების დაკარგვამდე), გამოწვეული დოზირების დარღვევით, სუნთქვის დარღვევა მის გაჩერებამდეც კი, კუნთების ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა გენერალიზირებულ კონვულსიებამდე, ასევე გულისრევა, ღებინებამდეც კი.
თავის არეში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის დროს ან ინექციისთანავე შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის ხანმოკლე დარღვევა (ბუნდოვანება, სიბრმავე, გაორება). ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათად ვითარდება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
არტიკაინი+ეპინეფრინი
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
კარტრიჯი
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1.7მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat