/images/logo_ka.svg
აევიტი კაფსულა 100 000სე+100მგ #30

აევიტი კაფსულა 100 000სე+100მგ #30

რუსეთის ფედერაცია

ალტაივიტამინი

გამოიყენება A და E ავიტამინოზის კომპლექსურ თერაპიაში კანის დაზიანებებისა და დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა.

პროდუქტის შესახებ

აევიტი კაფსულა 100 000სე+100მგ

შემადგენლობა:

​ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები:

  • რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე)
  • ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 100მგ

დამხმარე ნივთიერებები:

  • სიმინდის ზეთი - 45 მგ
  • კაფსულის შიგთავსის მასა - 200მგ

კაფსულის გარსი:

  • ჟელატინი – 26,83 მგ
  • გლიცეროლი (გლიცერინი) – 7,56 მგ
  • მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი) – 0,01 მგ
  • სორბიტოლი (სორბიტი) – 4,94 მგ
  • გასუფთავებული წყალი - 0,65 მგ
  • საღებავი ყავისფერი НТ (Е 155) – 0,01მგ
  • კაფსულის მასა - 240 მგ


ჩვენებები:

A და E ავიტამინოზის კომპლექსურ თერაპიაში:

  • კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი);
  • მაობლიტირებელი ენდარტერიიტი.


უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და/ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.


სიფრთხილით :

თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი.


გამოყენების მეთოდის და დოზირება:

გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის კურსი- 30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.


გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, დიარეა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები:

A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000 სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას
ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით.


მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.


შენახვის პირობები:

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალტაივიტამინი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
რეტინოლი+ალფატოკოფეროლი
დოზა
100 000სე+100მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat