დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, საღებავი Sunset Уellow FCF (E110), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის აცესულფამი, ლიმონის ნატურალური არომატიზატორი.
ჩვენება:
ეფექტი ჩაი გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი დაავადებების
და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება:
ეფექტი ჩაი მიიღება პერორალურად. მოზრდილებსა და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ, მაგრამ
არაუმეტეს 3 პაკეტისა 24 სთ-ის განმავლობაში. 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ (და არა მდუღარე) წყალში. ეფექტი ჩაის მიღების ხანგრძლივობა არის 5 დღე.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; პილოროდუოდენური ობსტრუქცია, მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (მათ შორის ჟილბერის სინდრომი), გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი 14 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.