ტრიტიკო ტაბლეტი 150მგ #20

ტრიტიკო ტაბლეტი 150მგ #20

იტალია

ანჯელინი ფრანჩესკო
კალათის ფასდაკლება
-
9.77
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - trazodone hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი კონტროლირებადი გამოთავისუფლებით შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის 150 მგ.
არააქტიური ინგრედიენტები: საქაროზა, კარნაუბის სანთელი, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა:
ოვალური ფორმის ტაბლეტები ორი პარალელური ჭრილით ორივე მხარეზე, თეთრი ან მოყვითალო ფერის.

ჩვენებები
• ენდოგენური ბუნების აღგზნებულ-დეპრესიული მდგომარეობა (მათ შორის ინვოლუციური დეპრესიები);
• ფსიქოგენური დეპრესიები (მათ შორის, რეაქტიული და ნევროზული დეპრესიები);
• აღგზნებულ-დეპრესიული მდგომარეობა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებების ფონზე (დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი);
• დეპრესიული მოდგომარეობა ხანგრძლივი ტკივილის სინდრომის დროს;
• ალკოჰოლური დეპრესიები;
• დამოკიდებულება ბენზოდიაზეპინის მიმართ;
• ლიბიდოსა და პოტენციის დარღვევა.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ. ტაბლეტები უნდა იქნას მთლიანად მიღებული, დაღეჭვის გარეშე წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს- 100მგ-ს, მიიღება ერთხელ ძილის წინ, ჭამის შემდეგ. მეოთხე დღეს დოზა შეიძლება გაზარდოთ 150 მგ-მდე. დოზის შემდგომი ზრდა ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით უნდა ხდებოდეს 50მგ/დღეში ყოველი 3-4 დღის განმავლობაში, სანამ არ იქნება მიღწეული ოპტიმალური დოზა. 150 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს 2 მიღებაზე, ამასთან უფრო მცირე დოზის მიღება უნდა მოხდეს სადილის შემდეგ, ხოლო ძირითადის – ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ამბულატორული ავადმყოფებისათვის შეადგენს 450 მგ-ს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა სტაციონარული ავადმყოფებისათვის შეადგენს 600 მგ-ს.
მოხუცებულთათვის და დასუსტებულთათვის საწყისი დოზა შეადგენს 100მგ/დღეში ნაწილ-ნაწილ მიღებით ან ერთჯერადი მიღებით ძილის წინ. იგი შეიძლება გაიზარდოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატის ეფექტურობისა და ათვისების გათვალისწინებით. როგორც წესი დოზა არ აღემატება 300მგ/დღეღამეში.
ლიბიდოს დარღვევის მკურნალობისას რეკომენდირებულია დღიური დოზა 50 მგ-ს ოდენობით.
იმპოტენციის მკურნალობისას, პრეპარატით მონოთერაპიის შემთხვევაში, რეკომენდირებულია 200 მგ-ზე დიდი სადღეღამისო დოზა, კომბინირებული თერაპიისას – 50 მგ.
ბენზოდიაზეპინზე დამოკიდებულების რეკომენდირებული მკურნალობის სქემა ეფუძნება ბენზოდიაზეპინის დოზის ეტაპობრივ, ზოგჯერ რამდენიმე თვეზე განაწილებულ რედუქციას. ყოველთვის, როდესაც ხდება ბენზოდიაზეპინის დოზის შემცირება ფ ან ქ ტაბლეტით, ხდება 50 მგ ტრაზოდონის ერთდროული დამატება. ზემოთ დასახელებული თანაფარდობა უცვლელი რჩება 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ ხდება ბენზოდიაზეპინების დოზის მომდევნო შემცირება მათ სრულ უარყოფამდე. ამის შემდეგ, ხდება ტრაზოდონის დღიური დოზის შემცირება 50 მგ-ით ყოველ 3 კვირაში.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემისა და ფსიქიკის თვალსაზრისით: გაძლიერებული მოთენთილობა, ძილიანობა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მიალგია, დისკოორდინაცია, პარესთეზია, დეზორიენტაცია, ტრემორი. გულის სისხლძარღვებისა და სისხლმბადი სისტემის თვალსაზრისით: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიური ჰიპოტენზია (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ვაზომოტორული ლაბიალურობა) განპირობებულია პრეპარატის ადრენოლიზური მოქმედებით, არითმია, გამტარობის დარღვევა, ბრადიკარდია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია (როგორც წესი უმნიშვნელო).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირში სიმწარისა და სიმშრალის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება.
სხვა: ალერგიული რეაქციები, თვალების გაღიზიანება, პრიაპიზმი (პაციენტებმა რომელთა შემთხვევაში გამოვლინდება დასახელებული გვერდითი ეფექტი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ ექიმს).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ანჯელინი ფრანჩესკო
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ტრაზოდონი
დოზა
150მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი