ლოსარ-დენკი ტაბლეტი  25მგ #28

ლოსარ-დენკი ტაბლეტი 25მგ #28

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - losartan
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
შემოგარსული ტაბლეტი – შიგნით მისაღები.
ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტი
აქტიური ნივთიერება – ლოსარტანის კალიუმი
ლოსარტანი მიეკუთვნება პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში, უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას. ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი.

ლოსარ-დენკი 25 გამოიყენება:
- მაღალი არტერიული წნევის მქონე (ჰიპერტონია) პაციენტების სამკურნალოდ;
- თირკმელების დაცვის მიზნით მაღალი არტერიული წნევის და მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სისხლს ანალიზით დადასტურებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა, და შარდში ცილის რაოდენობა 0.5 გ/დღეში (აღნიშნული დაავადებისას აღინიშნება ცილის რაოდენობის პათოლოგიური მომატება შარდში);
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც მკურნალ ექიმს სჯერა, რომ აგფ ინჰიბიტორებით (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რაც არის არტერიული წნევის დასაწევი საშუალება) მკურნალობა არ არის ეფექტური. არ შეიძლება პაციენტის გადაყვანა ლოზარტანით მკურნალობაზე, თუ გულის უკმარისობა სტაბილურად კონტროლდება აგფ ინჰიბიტორებით.
- მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, ვისაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის კედლის გასქელება. ლოზარ-დენკი 25 ამცირებს ინსულტის რისკს (ე.წ. “სასიცოცხლო ჩვენება”).

ჩვეულებრივი დოზა:
პაციენტი მაღალი არტერიული წნევით
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 50მგ ერთჯერ დღეში. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3-6 კვირაში. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში აღნიშნული დოზა მოგვიანებით შეიძლება გაიზარდოს 100მგ ლოსარტანამდე ერთჯერ დღეში.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები:
ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს ერთჯერ დღეში. ზოგადად დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, ყოველკვირეულად (მაგ. 12,5მგ დღეში პირველი კვირის განმავლობაში, 25მგ მეორე კვირის განმავლობაში, 50მგ მესამე კვირის განმავლობაში), პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სანამ არ მიაღწევს შემანარჩუენებელ დოზას – 50მგ ლოსარტანი დღეში (ექვივალენტური ლოსარ-დენკი 50-ის 1 შემოგარსული ტაბლეტისა).
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოსარ-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
თუ პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, მაშინ ლოსარ-დენკ 25-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს: მძიმე ალერგიული რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, ასევე სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხახის შეშუპება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებასთან. ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც ვლინდება 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. პაციენტს შესაძლებელია დასჭრიდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობა:
თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ჩვეულებრივ მკურნალი ექიმი შეწყვეტს ლოსარ-დენკ 25-ით მკურნალობას პაციენტის დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს რომ პაციენტი, არის ორსულად და გააგრძელებს მკურნალობას სხვა პრეპარატით. არ შეიძლება ლოსარ-დენკ 25-ის მიღება ორსულობის დროს, რადგან ლოსარ-დენკ 25-მა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ლოსარტანი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი