ადენურიკი ტაბლეტი  80მგ #28

ადენურიკი ტაბლეტი 80მგ #28

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
კალათის ფასდაკლება
-
24.25
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 80მგ ან 120მგ ფებუქსოსტატს. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი, დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH101), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH102), კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური ჰიდრატირებული კრემნიუმის დიოქსიდი. აპკისებრი გარსი: Opadry II ყვითელი, 85F42129, რომელიც შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

ჩვენება: პოდაგრის–ორგანიზმში შარდმჟავას (ურატების) ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ. ზოგიერთი ადამიანის სისხლი შეიცავს ძალიან ბევრ შარდმჟავას, ამასთან დაკავშირებით ის ხდება არახსნადი. აღნიშნულის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ურატების კრისტალები, რომლებიც გროვდება სახსრებსა და თირკმელებში. მოცემულ პროცესს შეიძლება თან ახლდეს სახსრის მოულოდნელი ძლიერი ტკივილი, გაწითლება, შესივება და ტემპერატურის მომატება (პოდაგრის შეტევა). თუ მკურნალობა არ იქნება ჩატარებული, ცალკეული კრისტალები წარმოქმნის დიდ გროვას (ტოფუსებს) სახსრებსა და მათ გარეშემო. ამ ტოფუსებს შეუძლია სახსრისა და ძვლის დაშლა. პრეპარატი ადენურიკის® ეფექტი დაფუძნებულია შარდმჟავას დონის შემცირებაზე. ადენურიკის® მიღების შედეგად შარდმჟავას კონცენტრაცია რჩება საკმაოდ დაბალი, რაც ხელს უშლის კრისტალების წარმოქმნას და დროთა განმავლობაში ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების სიმძიმის შემცირებას. თუ შარდმჟავას კონცენტრაცია დაბალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტოფუსების ზომაც შეიძლება შემცირდეს. პრეპარატი ადენურიკი® განკუთვნილია მოზრდილთათვის.

უკუჩვენება: ალერგია ფებუქსოსტატის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.ადენურიკი® შეიცავს ლაქტოზას: ადენურიკის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი: ადენურიკი® ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ადენურიკი® გამოდის ტაბლეტებში 80მგ ან 120მგ. მკურნალი ექიმი ნიშნავს პრეპარატს პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი დოზით. პრეპარატის სტანდარტული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. ბლისტერული შეფუთვის უკანა მხარეს აღნიშნულია კვირის დღეები პრეპარატის რეგულარულად მიღების საკონტროლოდ. ადენურიკი® მიიღება შიგნით ჭამამდე, ჭამის დროს ან შემდეგ. მნიშვნელოვანია ადენურიკის® ყოველდღე მიღება, პოდაგრის შეტევების არ არსებობის შემთხვევაშიც კი.

დოზის გადაჭარბება: შემთხვევით პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან მიემართოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

მიღების გამოტოვება: გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, მაგრამ თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოთ.

ადენურიკის® მიღების შეწყვეტის შემთხვევაში: დაუშვებელია ადენურიკის® მიღების შეწყვეტა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი თავს გაცილებით კარგად გრძნობს. მკურნალობის შეწყვეტას შეიძლება თან ახლდეს შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება და დაავადების სიმპტომების გაღრმავება სახსრებსა და მათ გარშემო, და თირკმელებში ურატების ახალი კრისტალების წარმოქმნის შედეგად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები: ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. ხშირი გვერდითი მოვლენები: დიარეა; თავის ტკივილი; გამონაყარი; გულისრევა; პოდაგრის სიმპტომატიკის გაღრმავება; შეშუპება; გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ფებუქსოსტატი
დოზა
80მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი