პროდუქტის შესახებ
პეროლაით პლუსის საპონი
პეროლაით პლუსი განეკუთვნება ფერიმჭამელების, კომედონების აკნეს და აკნესადმი მიდრეკილი კანის სამკურნალო და პროფილაქტიკურ დასაბან საშუალებას.
შემადგენლობა:
წყლიანი ბენზოილ პეროქსიდი BP
ექვივალენტური ბენზოილ პეროქსიდის - 1.25% w/w
კლინდამიცინის ფოსფატი USP
ექვივალენტური კლინდამიცინის- 0.10% w/w
საღებარი -სანსეტ ყვითელი FCF
საპნის ფირფიტები - Q.S.
დამხმარე ნივთიერებები- Q.S.
ჩვენება:
ფერიმჭამელების, კომედონების აკნეს და აკნესადმი მიდრეკილი კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი:
პეროლაითის პლუსი საპონი წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე და შეიზილეთ ფრთხილად ისე, რომ განვითარდეს მსუყე ქაფი, ორი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
გაფრთხილება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ალერგიული ბენზოილ პეროქსიდის მიმართ. არ გამოიყენოთ პეროლაიტის საპონი ღია ჭრილობებზე და ნაკაწრებზე. პირის ღრუს, თვალების, ტუჩების ლორწოვან ზედაპირზე საპნის მოხვედრისას, რეკომენდირებულია უბნის ჩამობანა წყლის უხვი რაოდენობით.
მოცემული პროდუქტის გამოყენების შემდეგ, გარეთ გასვლის შემთხვევაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება, სათვალე, თავსაბურავი.
შესაძლო გაღიზიანების ასაცილებლად მიზანშეწონილია გამოყენებული იყოს ბენზოილ პეროქსიდის დაბალი პროცენტობა და მერე გაიზარდოს საჭიროების მიხედვით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი სახის კანის პროდუქტების იმავე ადგილას გამოყენებისგან თავის არიდება, სადაც იყენებთ ბენზოილ პეროქსიდს:
სხვა სახის აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი პროდუქტი ან კანის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამქერცლავ საშუალებას
თმის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ გაღიზიანებას, როგორიცაა პერმანენტული ან თმის ცვენის საწინააღმდეგო პროდუქტები
კანის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ მზის მიმართ მგრძნობელობას, როგორიცაა ლაიმის ან სუნელების შემცველი პროდუქტები
კანის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლის დიდ რაოდენობას, როგორიცაა გამამკვრივებელი საშუალებები, საპარსი კრემები ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი ლოსიონები.
კანის პროდუქტები, რომლებიც ძალიან აშრობენ ან ფხაჭნიან კანს, როგორიცაა ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, საპონი ან კანის გამწმენდი.
მოჭარბებული სიმშრალის და კანის აქერცვლის შემთხვევაში, შეამცირეთ გამოყენება დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით.
პეროლაითის საპნის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ბენზოილ პეროქსიდს შესაძლოა გამოიწვიოს კანის გადამეტებული სიმშრალე და ზოგჯერ გაღიზიანება, მათ შორის წვა, დაწყლულება, ქერქის წარმოქმნა, ქავილი, სიწითლე ან შეშუპება, თუმცა მალევე ვითარდება ტოლერანტობა.
კლინდამიცინის გამოყენების დროს ადგილობრივი აპლიკაციების სახით აღნიშნულია გვერდითი რეაქციების განვითარება თავის ტკივილის და დადების ადგილის ტკივილის სახით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
9224
ბრენდი
ელეგანტ ინტერნეიშენალი
ჯენერიკი
კლინდამიცინი+ბენზოილის პეროქსიდი