ცხვირიდან გამონადენი და ცრემლდენა, ცემინება, თავის ტკივილი და/ან ცხელება
პარაცეტამოლი 0,500გრ, ასკორბინის მჟავა 0,200გრ, ფენირამინის მალეატი 0,025 გ.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა სამკურნალო საშუალების შემადგებლობაში გასათვალისწინებელია: საქაროზა, ბენზილის სპირტი, წითელი საღებავი (E 129), საღებავი სანსეტ ყვითელი (E 110), საღებავი ბრილიანტის ცისფერი (E133) და არომატიზატორში ეთანოლის, პროპილენგლიკოლის (E1520) და ნატრიუმის კვალი
ნაზოფარინგიტის და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ (ცხვირიდან გამონადენი და ცრემლდენა, ცემინება, თავის ტკივილი და/ან ცხელება) მოზრდილებში სხეულის წონით 50 კგ-ზე მეტი.
დოზირების რეჟიმი
ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 პაკეტს (500 მგ პარაცეტამოლი, 25 მჰ ფენირამინის მალეატი, 200მგ ასკორბინის მჟავა).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3 პაკეტი (1500 მგ პარაცეტამოლი, 75 მგ ფენირამინი მალეატი, 600მგ ასკორბინის მჟავა).
პრეპარატის დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები:
ბავშვები
უკუნაჩვენებია ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის.
მიღების რეჟიმი:
პერორალური მიღება. პაკეტის შიგთავსი გახსენით საკმარისი რაოდენობით ცხელ ან ცივ წყალში. გრიპის მსგავსი სიმპტომებისას, სასურველია წამლის გახსნა ცხელ წყალში და მიღება საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე.
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე დაბალი) პრეპარატის ორ მიღებას შორის ინტერვალი შეადგენს 8 საათს.
ორსულობა:
რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ ცხოველებზე კვლევები მწირია. ორსულ ქალებში მიღებული მონაცემები არ აჩვენებს მალფორმაციის რისკს, ახალშობილთა ტოქსიკურობას ან ფეტოტოქსიკურობას, რომელიც დაკავშირებულია პარაცეტამოლის გამოყენებასთან. იმ ბავშვების ნევროლოგიური განვითარების ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც ნაყოფის განვითარების დროს ექვემდებარებოდნენ პარაცეტამოლს, აჩვენებს ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს.
დაკავშირებული პარაცეტამოლი/ფენირამინის მალეატის/C ვიტამისნი კომბინაციასთან
არ არსებობს მონაცემების პარაცეტამოლის С ვიტამინთან და ფენირამინთან ერთად გამოყენების შესახებ. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.
ძუძუთი კვება:
ცხოველებზე კვლევებისა და ადამიანებზე კლინიკური მონაცემების სიმცირის გამო, ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების რისკი ცნობილი არ არის. ამიტომ ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.
ნაყოფიერება:
ციკლოოქსიგენაზასა და პროსტაგლანდინების სინთეზზე მოქმედების პოტენციური მექანიზმის მეშვეობით, პარაცეტამოლმა შეიძლება დაარღვიოს ნაყოფიერება ქალებში ოვულაციაზე ზემოქმედებით. ეს შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პარაცეტამოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ზემოქმედება მამრების ნაყოფიერებაზე დაფიქსირდა ცხოველთა ერთ კვლევაში. ამ ეფექტის რელევანტურობა ადამიანებზე უცნობია.
ფერვექსი ძლიერ გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ყურადღება უნდა მიექცეს ამ სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებულ ძილიანობის რისკს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ეს ეფექტი იზრდება ალკოჰოლური სასმელების, ალკოჰოლის შემცველი ან სედატიური საშუალებების გამოყენებით.
არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!