სპაზმალგონი - 5მლ დოზის ხსნარის სახით, გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად. შეფუთვაში - 10 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: Metamizolum + Fenpiverinii bromidum + Pitofenonum
შემცველობა ერთ ამპულაში: 2 მლ / 5 მლ
აქტიური ნივთიერებები:
გამოიყენება ძლიერად გამოხატული ტკივილების დროს:
გამოიყენება კუნთში საინექციო ხსნარის სახით 2–5 მლ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გამეორება 6–8 საათის შემდეგ.
მკურნალობა 2–3 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ერთჯერადი და დღიური დოზა, ასევე მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა, თითოეული პაციენტისთვის განისაზღვრება ექიმის მიერ კლინიკური სიმპტომატიკის გამოხატულობის შესაბამისად.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
მეთამიზოლის გამოყენების შემდეგ აღწერილია:
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენა არის მეთამიზოლით გამოწვეული სისხლწარმოქმნის დარღვევა, სავარაუდოდ იმუნო-ალერგიული რეაქციების შედეგად.
გასტრიტით ან წყლულოვანი დაავადებით დაავადებულ პირებში შესაძლებელია დაავადების გამწვავება.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
სპაზმალგონი არ გამოიყენება:
არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.