შემადგენლობა: ანგიოფლუქსის ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება 250 ს.ე. სულოდექსიდი. ანგიოფლუქსის 2მლ ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება 600 ს.ე. სულოდექსიდი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიკოაგულანტი. ჩვენება: ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი. პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით. ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია(ნეფროპათია, რეტინოპათია,ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია(დიაბეტური ტერფი,ენცეფალოპათია,კარდიოპათია). მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით). დოზირება და მიღების წესი: ანგიოფლუქსის 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვებათა შორის ინტერვალში. ანგიოფლუქსის 1 ამპულა დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად. ინტრავენური ინექციისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1 ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში. ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ. ჰემორაგიული დიათეზი. დაავადებები სისხლდენის განვითარების რისკით. ორსულობა. შენახვის ვადა: 5 წელი