About Product
შემადგენლობა: ასმადა 75მგ15,2მგ: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს მოქმედი ნივთიერებები: აცეტილსაცილის მჟავა 75მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 15,2მგ. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა. გარსის შემადგენლობა: ოპადრი თეთრი YS-1-7040 (ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი).
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის მწვავე უკმარისობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მწეველობა, ხანდაზმული ასაკი); მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვთა თრომბოზის პროფილაქტიკა; თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, პერკუტანეული ტრანსლუმინარული კორონარული ანგიოპლასტიკა); არასტაბილური სტენოკარდია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ასმ-ის, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (აასს); თავის ტვინში სისხლჩაქცევა; მიდრეკილება სისხლდენისადმი (K ვიტამინის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი); სალიცილატების და აასს-ების მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გამწვავების ფაზაში); სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 10მლ-წთ); ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ერთდროული გამოყენება მეთოტრექსატთან (კვირაში 15მგ-ზე მეტი); ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოყენების წესი: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა, ან წინასწარ დაფხვნა.
დოზირების რეჟიმი: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის მწვავე უკმარისობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მწეველობა, ხანდაზმული ასაკი).
პირველ დღე-ღამეს ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 150მგ ასმ-ს, ან ასმადას 2 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75მგ ასმ-ს, შემდეგ პრეპარატ ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვთა თრომბოზის პროფილაქტიკა: ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში.
თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, პერკუტანეული ტრანსლუმინარული კორონარული ანგიოპლასტიკა): ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150 მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში.
არასტაბილური სტენოკარდია: ასმადას 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 75-150მგ ასმ-ს, ერთხელ დღე-ღამეში.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობა: ორსულობის I ტრიმესტრში სალიცილატების მაღალი დოზებით გამოყენება ასოცირდება ნაყოფის განვითარების მანკების გაზრდილ სიხშირესთან. ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მოსალოდნელი სარგებელის და შესაძლო რისკების თანაფარდობის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატების მაღალი დოზებით (300მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) გამოყენება იწვევს სამშობიარო მოქმედების დათრგუნვას, არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვას ნაყოფში, სისხლდენისადმი მიდრეკილების მატებას დედასა და ნაყოფში, ხოლო უშუალოდ მშობიარობის წინ დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ქალასშიდა სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში. ორსულობის III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია: ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგინდეს ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა, ან შეუძლებლობა. ლაქტაციის დროს ასმ-ის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს თერაპიის პოტენციური სარგებელი ჩვილების შესაძლო რისკთან მიმართებაში.
Show More
More Info
36317
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Generic
acetylsalicylic acid+magnesium hydroxide