About Product
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:
აცეტილსალიცილის მჟავა - 75 მგ / 150 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი - 15,2 მგ / 30,39 მგ
მიღების ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი და გულის უკმარისობა რისკ-ფაქტორების არსებობისას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მოწევა, ხანდაზმული ასაკი).
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა.
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა (აორტოკორონარული შუნტირება, კანგავლითი ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა).
არასტაბილური სტენოკარდია.
წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ასმ-ის, პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების და სხვა აასს-ს მიმართ, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა; მიდრეკილება სისხლდენისადმი (ვიტამინ K–ს უკმარისობა, თრომბოციტოპენია, ჰემორაგიული დიათეზი); სალიცილატების და აასს-ის მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გამწვავების ფაზაში); სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 10 მლ/წთ); ორსულობა (I და III ტრიმესტრი); ლაქტაციის პერიოდი; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენება (კვირაში 15 მგ მეტი); 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გამოყენება ორსულობის პერიოდში
ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენება ასოცირდება ნაყოფის დეფექტის განვითარების რისკთან. ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ რისკი-სარგებელის მკაცრი შეფასებით.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატები მაღალი დოზით (მეტი 300 მგ/დღეღამეში) იწვევენ სამშობიარო მოქმედების დამუხრუჭებას, ნაყოფის არტერიული სადინარის ნაადრევ დახურვას, დედის და ნაყოფის სისხლდენებისადმი მომატებულ მზაობას, ხოლო უშუალოდ მშობიარობის წინ დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ქალასშიდა სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენები.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტებს ყლაპავენ მთლიანად, წყლის დაყოლებით. სურვლის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გატყდეს, დაიღეჭოს, ან წინასწარ გაისრისოს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა, როგორიცაა თრომბოზი, ან გულის მწვავე უკმარისობა, რისკ-ფაქტორების არსებობისას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მოწევა, ხანდაზმული ასაკი)
150 მგ ასმ-ას შემცველი კარიდიომაგნილის 1 ტაბლეტი პირველი დღეღამის განმავლობაში, შემდეგ 75 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის და სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდეგ (აორტოკორონარული შუნტირება, კანგავლითი ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა) თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
არასტაბილური სტენოკარდია
75-150 მგ ასმ-ას შემცველი კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეღამეში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ
Show More
More Info
4559
Generic
acetylsalicylic acid+magnesium hydroxide