About Product
საერთაშორისო დასახელება - herba bidentis
შემადგენლობა
სპეციფიკური სუნისა და მოტკბო გემოს (ლორწოს შეგრძნებით) მუქი მოყავისფრო ფერის სითხე. დასაშვებია ნალექის არსებობა.
გ/100მლ
აქტიური სუბსტანცია:
ორკბილას ბალახი (Herba bidentis) _ 100,0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 15მლ,
გამოხდილი წყალი _ საჭირო რაოდენობით
100,0გ ექსტრაქტის მისაღებად;
ორკბილა შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, მიკროელემენტებს (რკინა, ქრომი, სპილენძი, ალუმინი, მანგანუმი).
ჩვენებები
გარეგანი გამოყენებისთვის.
• ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;
• ეგზემა;
• ფსორიაზი;
• ფურუნკული;
• პიოდერმია.
მიღების წესები და დოზები
ყურადღება!
პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
აბაზანის მოსამზადებლად ,,ჭუპა-ჭუპა’’-ს 20მლ იხსნება 10ლ წყალში.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15_25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შენახვის ვადა 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More