Dr.Theiss Rinotaiss Nasal spray 10ml #1

Dr.Theiss Rinotaiss Nasal spray 10ml #1

Germany

დრ. ტაისი ნატურვარენი
About Product
დასახელება - დ.ტაისი რინოტაისი 10მლ სპრეი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ადგილობრივ საშუალებათა (დეკონგესტანტთა) ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტიკური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროვებას, რითიც აქრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის არხების გამტარებლობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება 10 საათამდე

ჩვენება:
გამოიყენება რინიტის (სურდო) მოვლენებით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებების, მწვავე ალერგიული რინიტის, სინუსიტების, შუა ოტიტის (ცხვირხახის შეშუპების შესამცირებელი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს, რინოსკოპიის პროცედურის ჩატარების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაო და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს. სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
თუ არ არის სხვაგვარი დანიშნულება, მოზრდილებში და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (აუცილებლობისას შეიძლება გამეორება); ჩვეულებრივ, საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
დრ. ტაისი ნატურვარენი
Country
Germany
Generic
xylometazoline+eucalyptus oleum
Dose
0.1%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page